საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 01/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №114

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 3 817 131 (სამი მილიონ რვაას ჩვიდმეტი ათას ას ოცდათერთმეტი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) დიდი ლიახვის ხეობაში გარე განათება, სოფელ თამარაშენში ატრაქციონისა და სპორტდარბაზის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ფართობის შეძენა და მოწყობა;

ა.ბ) დიდი ლიახვის ხეობაში კეხვი-თამარაშენის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაცია;

ა.გ) დიდი ლიახვის ხეობის სოფლების: თამარაშენის, აჩაბეთის, ქურთის, ხეითის, ძარწემის, ქემერტის გაზიფიცირება;

ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 482 869 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცდაორი ათას რვაას სამოცდაცხრა) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ბ.ა) პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში ფრისი-ერედვის მონაკვეთზე საავტომობილო გზის გასწვრივ გარე განათება;

ბ.ბ) პატარა ლიახვის ხეობის სოფლების: ერედვის, არგვიცის, ფრისის, ქსუისის, ზარდიაანთკარის, დისევის გაზიფიცირება;

გ) თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი ფრონეს ხეობის სოფლების ავნევისა და ნულის გაზიფიცირებისათვის.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მ. ქარელს (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები და ქ. ცხინვალი).

3. ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 თებერვლის №88 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                           ზ. ნოღაიდელი