საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №88
2007 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახოციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულებში (ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში გარე განათების, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენში ატრაქციონისა და სპორტდარბაზის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ფართობის შეძენისა და მოწყობისათვის – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
2. დიდი ლიახვის ხეობაში კეხვი-თამარაშენის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის – 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარი.
3. დიდი ლიახვის ხეობის სოფლების: თამარაშენის, აჩაბეთის, ქურთის, ხეითის, ძარწემის, ქემერტის გაზიფიცირებისათვის 1 845 000 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.
4. პატარა ლიახვის ხეობის სოფლების: ერედვის, არგვიცის, ფრისის, ქსუისის, ზარდიაანთკარის, დისევის გაზიფიცირებისათვის – 1 405 000 (ერთი მილიონ ოთხას ხუთი ათასი) ლარი;
5. ფრონეს ხეობის სოფლების: ავნევისა და ნულის გაზიფიცირებისათვის – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 21.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №88. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №88, 21.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2126332/