საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1111
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1111

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 5 345 516 (ხუთი მილიონ სამას ორმოცდახუთი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველ ქალაქ ბათუმს 5 072 800 (ხუთი მილიონ სამოცდათორმეტი ათას რვაასი) ლარი შემდეგი პროქტების განსახორციელებლად:

ა) ჭავჭავაძისა და აბუსერიძის ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება, წრიულის მოწყობა- 3 476 000 (სამი მილიონ ოთხას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;

ბ) მრავალკორპუსიანი სახლების ეზოების კომუნალური სისტემების მოწესრიგება - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

გ) გონიო-კვარიათში ზღვისკენ გამსვლელი გზების კეთილმოწყობა - 495 000 (ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

დ) ინასარიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის გადაგება (აბაშიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე) – 209 600 (ორას ცხრა ათას ექვსასი) ლარი;

ე) ნიჟარაძის ქუჩაზე მდინარე ბარცხანას მარცხენა ნაპირის გამაგრება გაბიონური წყობით - 151 000 (ას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი;

ვ) კახაბრის ქუჩაზე შამბოების მოწყობის სამუშაოები - 74 000 (სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;

ზ) ჰელიმიშის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა - 67 200 (სამოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტს 153 716 (ას ორმოცდაცამეტი ათას შვიდას თექვსმეტი) ლარი ქალაქ ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს დაზიანებული ნაპირსამაგრი საყრდენი კედლისა და სავალი ნაწილის მოსაზღვრე კედლის რეაბილიტაციისათვის.

3. ქედის მუნიციპალიტეტს - 119 000 (ას ცხრამეტი ათსი) ლარი სპეცტექნიკის (ტრაქტორი) შესაძენად.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი