ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1570
2013 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნვეყოფის მიზნით, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით დახმარების გასაცემად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 295 000 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) გორის მუნიციპალიტეტს – 1 4 46 600 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაექვსი ათას ექვსასი) ლარი;
ბ) ქარელის მუნიციპალიტეტს – 559 000 (ხუთას ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;
გ) კასპის მუნიციპალიტეტს – 117 200 (ას ჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი;
დ) საჩხერის მუნიციპალიტეტს –74200 (სამოცდათოთხმეტი ათას ორასი) ლარი;
ე) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 69 200 (სამოცდაცხრა ათას ორასი) ლარი;
ვ) ონის მუნიციპალიტეტს – 28 800 (ოცდარვა ათას რვაასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ბ . ივანიშვილი