საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1995
2012 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 2 150 000 (ორი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი , მათ შორის:
ა) თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 900 000 (ცხრაასი ათასი ) ლარი;
ბ) თელავის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი