ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№970
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №970

2015 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 531 354  (ხუთას ოცდათერთმეტი ათას სამას ორმოცდათოთხმეტი) ლარი, მათ შორის:  

ა) ლექსურის ღელეზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის − 240 500 (ორას ორმოცი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) მდინარე ლასკადურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის − 214 485 (ორას თოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი) ლარი;

გ) ბაგა-ბაღების ავეჯით აღჭურვისათვის − 50 021 (ორმოცდაათი ათას ოცდაერთი) ლარი;

დ) სოფელ გაღმა ლექსურის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის − 26 348 (ოცდაექვსი ათას სამას ორმოცდარვა) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი