ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №823
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 170 036 (ერთი მილიონ ას სამოცდაათი ათას ოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) დაბა ურეკის თაყაიშვილის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის რეაბილიტაციის (პირველი ეტაპი) პროექტის დაფინანსების მიზნით – 996 943 (ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ორმოცდასამი) ლარი;
ბ) ნატანები-ურეკისა და ჩოლოქი-შეკვეთილის გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის – 173 093 (ას სამოცდაცამეტი ათას ოთხმოცდაცამეტი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი