მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2143
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას მეწყრულ-ღვარცოფული სტიქიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2015 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას მეწყრულ-ღვარცოფული სტიქიისაგან დაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭიროა 1 569 990 ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი