საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №40

2010 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 66 000 000 (სამოცდაექვსი მილიონი) ლარი №1 – №9 დანართების შესაბამისად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ნ. გილაური

 

 

დანართი №1

 

ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) სოფლების: ქისტაურის, ზემო ხოდაშენის, ზემო ალვანისა და მატანის შიდა გზებისა და დუისი-ომალოს გზის რეაბილიტაციისათვის;

 ბ) ქ. ახმეტის რეაბილიტირებულ ქუჩებზე გარე განათების მოსაწყობად;

 გ) ქ. ახმეტის კულტურის სახლის კაპიტალური რემონტისათვის;

 დ) სოფ. ოჟიოს კულტურის სახლის კაპიტალური რემონტისათვის.

 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) სოფლების: ნაენდროვალის, მშვიდობიანისა და გელათის ხიდების რეაბილიტაციისათვის;

 ბ) ქ. ლაგოდეხსა და სოფ. ქვ. გურგენიანში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის;

 გ) ქ. ლაგოდეხისა და სოფლების: აფენის, ლელიანის, ნინიგორის წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

 დ) სოფლების: ცოდნისკარის (მდ. გურგენიანის ხევი), ლელიანის (სადრენაჟე არხი), კართუბნის (სარწყავი არხი), არეშფერანის (მდ. აფენი), გიორგეთის (სადრენაჟე არხი) – მდინარეების კალაპოტებისა და სადრენაჟე (სარწყავი) არხების გასაწმენდად;

 ე) ქ. ლაგოდეხისა და სოფლების: ლელიანისა და გიორგეთის გარე განათების მოსაწყობად.

 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) სოფ. დიდი ჩაილურის ცენტრალური გზის მოასფალტებისათვის;

ბ) სოფლების: ბადიაურისა და ყანდაურის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისათვის;

გ) სოფ. კაკაბეთში მისასვლელი გზის მოასფალტებისათვის;

 დ) სოფ. ვერხვიანის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის.

 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. წნორისა და სოფლების: ანაგის, ვაქირის, საქობოს, მაშინაარის, ბოდბისხევის, ერისიმედის, ჯუგაანის, ტიბაანის, ძველი ანაგის, ქვემო მაჩხაანის, ხირსის, ხორნაბუჯის (ყარაღაჯი), ნუკრიანის, ზემო ბოდბის, ქვემო ბოდბის, ქვემო მაღაროსა და ულიანოვკის წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

 ბ) ქ. წნორის სტალინის ქუჩის ორმული დამუშავებისათვის;

გ) სოფლების: ანაგის, ვაქირის, საქობოს, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ნუკრიანის, ქვემო მაღაროსა და ქვემო ბოდბის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისათვის;

დ) სოფ. ჯუგაანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის;

ე) სოფლების: ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბის გარე განათების სისტემების მოსაწყობად.

5. თელავის მუნიციპალიტეტს – 1 570 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) ქ. თელავის ხუთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავების სრული რეაბილიტაციისათვის;

 ბ) ქ. თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების კაპიტალური შეკეთებისათვის;

 გ) ქ. თელავის იაშვილის სახელობის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციისათვის;

 დ) ქ. თელავის ახალი სანიაღვრე არხების მოწყობისა და არსებულის რეაბილიტაცია-მოასფალტებისათვის;

 ე) ქ. თელავისა და სოფლების: კისისხევის, წინანდლისა და ართანას საბავშვო ბაღების შეკეთებისათვის;

 ვ) მუნიციპალიტეტის სოფლების გზების რეაბილიტაციისათვის;

 ზ) ქ. თელავში გოშაძის ქუჩის, ,,ყადორის” უბნისა და ლესელიძის ქუჩის კანალიზაციის მოსაწყობად.

 6. ყვარლის მუნიციპალიტეტს – 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ყვარელსა და სოფლებში: მთისძირში, ენისელსა და ჭიკაანში გარე განათების მოსაწყობად;

 ბ) სოფლების: მთისძირისა და შილდის ცენტრალური გზის მოასფალტება-გადაკვრისათვის;

გ) ქ. ყვარელსა და სოფლებში: ბალღოჯიანში, კუჭატანში, ენისელსა და ახალსოფელში საბავშვო ბაღების კაპიტალური რემონტისათვის;

დ) სოფ. ჭიკაანში 600-ტონიანი წყლის რეზერვუარის კაპიტალური რემონტისათვის;

ე) სოფ. გრემის წყალსადენის ქსელის მოსაწყობად;

ვ) სოფ. საბუეს 500-ტონიანი აუზის რემონტისა და წყალსადენის მაგისტრალის გაყვანისათვის;

ზ) სოფ. ჭიკაანში სპორტული მოედნის მოსაწყობად;

თ) ქ. ყვარელში ოთხი საერთო საცხოვრებლის სახურავების კაპიტალური რემონტისათვის.

 7. გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 1 550 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) ქ. გურჯაანში ოცდაათი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის თუნუქით გადახურვისათვის;

 ბ) სოფლების: ჩუმლაყის, გურჯაანის, ჭანდარის, კოლაგის, ბაკურციხის, კარდენახის, არაშენდასა და მახარაძის სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

 გ) ქ. გურჯაანში სკვერის მოსაწყობად;

 დ) სოფელ ველისციხეში გარე განათების მოსაწყობად.

 8. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დედოფლისწყაროსა და სოფლებში: ზემო მაჩხაანში, არბოშიკსა და ოზაანში მინი-სპორტული მოედნების მოსაწყობად;

ბ) სოფლებში: არხილოსკალოში, ქვემო ქედში, მირზაანში, გამარჯვებასა და წითელწყაროში ცენტრალური ქუჩების გარე განათების მოსაწყობად;

გ) ქ. დედოფლისწყაროს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

დ) ქ. დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერის კეთილმოსაწყობად;

ე) ქ. დედოფლისწყაროში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის (გაწმენდა, ჭების ამოწევა);

ვ) სოფ. ჯაფარიძის შიდა გზების რეაბილიტაციისათვის;

ზ) სოფ. ჯაფარიძის სასმელი წყლის რეზერვუარისა და წყალშემკრებების რეაბილიტაციისათვის.

 

 

 დანართი №2

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:

 

1. ქ. ქუთაისის მერიას – 7 500 000 (შვიდი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ქუთაისში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და ქუჩების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. ქუთაისში სასწრაფო დახმარების შენობის კაპიტალური რემონტისათვის;

გ) ქ. ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების კაპიტალური შეკეთებისათვის;

დ) ქ. ქუთაისში ახალი გარე განათების მონტაჟისათვის;

ე) ქ. ქუთაისში მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვისათვის;

ვ) ქ. ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოსაწყობად.

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ზესტაფონში დასვენების პარკის (ირინეს ბაღი) რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერის (აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების გადაკვეთა) კეთილმოწყობისა და სკვერში 9 აპრილისა და გია აბესაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობისათვის;

გ) ქ. ზესტაფონში რობაქიძის, შათირიშვილის, ზაპოროჟიეს, ლაღიძის, მეგობრობის, ბატონიშვილის, გია აბესაძის, ქუთაისისა და კეთილაძის ქუჩების გარე განათების მოსაწყობად;

დ) ქ. ზესტაფონში კეთილაძის ქუჩაზე არსებული სამანქანო ხიდის რეაბილიტაციისათვის;

ე) ქ. ზესტაფონში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი სპეცავტომობილის შესაძენად.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და სარდაფებში არსებული კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოებისათვის;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაციისათვის;

დ) ქ. სამტრედიაში შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟისათვის;

ე) ქ. სამტრედიაში გარე განათების მოსაწყობად;

ვ) ქ. სამტრედიაში ტროტუარებისა და ბორდიურების მოსაწყობად;

ზ) ქ. სამტრედიის ცენტრალური ბიბლიოთეკის რემონტისათვის;

თ) ქ. სამტრედიის სამუსიკო სკოლების რეაბილიტაციისათვის.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) ქ. წყალტუბოში გარე განათების მოსაწყობად;

 ბ) ქ. წყალტუბოში საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ რეაბილიტაციისათვის;

 გ) ქ. წყალტუბოს ცენტრალური პარკის შადრევნის რეაბილიტაციისათვის;

 დ) პიკაპის ტიპის სახანძრო სპეცმანქანის შესაძენად.

5. ვანის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების გაწმენდა-აღდგენისათვის;

ბ) ქ. ვანში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისა და გარე ფასადების შეღებვისათვის;

გ) ქ. ვანის ცენტრალურ მოედანთან არსებულ სკვერში შადრევნის მოსაწყობად;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბიონების მოსაწყობად;

ე) ქ. ვანის გამგეობის წინ ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერის კეთილმოსაწყობად;

ვ) ქ. ვანში ცენტრალურ ქუჩებზე ფეხით სავალი ბილიკების კეთილმოსაწყობად.

6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი დაბა ხარაგაულში თამაზ გიორგაძის სახელობის სპორტული სკოლის მშენებლობისათვის.

7. ხონის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ხონის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური რემონტისათვის;

ბ) ქ. ხონისათვის ნაგვის გადასაზიდი ავტომანქანისა და ბუნკერების შესაძენად;

გ) ქ. ხონში ტროტუარებისა და გაზონების მოწყობა-გაფართოებისათვის;

დ) ქ. ხონში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციისათვის;

ე) ქ. ხონში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის.

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთებისათვის.

9. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) საბინაო ამხანაგობების დახმარების პროგრამისათვის;

ბ) ქ. ტყიბულისათვის საქალაქო ტრანსპორტის შესაძენად;

გ) ქ. ტყიბულისათვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი სპეცტექნიკის შესაძენად;

დ) ქ. ტყიბულში სკვერებისა და ატრაქციონების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის;

ე) ქ. ტყიბულის ცენტრის კეთილმოსაწყობად;

ვ) ქ. ტყიბულსა და სოფლებში: სოჩხეთსა და კურსებში მინი-სტადიონების მოსაწყობად.

10. ბაღდათის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ბაღდათის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. ბაღდათის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. ბაღდათის ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის;

დ) ქ. ბაღდათსა და სოფ. დიმში სკვერების მოსაწყობად;

ე) ქ. ბაღდათის გარე განათების მოსაწყობად;

ვ) ქ. ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისათვის.

11. ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ჭიათურის სახანძრო სამსახურისათვის სპეცავტოტრანსპორტის შესაძენად;

ბ) საჩხერის გზატკეცილზე, იაშვილის, კოსტავას, ჭიღლაძის, მუხაძის, რუსთაველის, წერეთლისა და თბილისის ქუჩებზე გარე განათების ქსელის გაფართოებისათვის;

გ) აბაშიძის, ტაბიძის, მოსკოვის, წმინდა გიორგის, იაშვილის, თბილისის, სტალინის ქუჩებზე და სოფ. წინსოფელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისათვის;

დ) ტოლსტოისა და ყაზბეგის ქუჩის ხიდის (№1 საჯარო სკოლასთან), ნიკოპოლის, თხელიძის, სტალინის, ჭავჭავაძის ქუჩებზე არსებული ხიდებისა და მოაჯირების კაპიტალური შეკეთებისათვის;

ე) ქ. ჭიათურაში სტალინის ქუჩაზე სკვერების მოსაწყობად;

ვ) იაშვილის, წერეთლის, ძნელაძის ქუჩებსა და საჩხერის გზატკეცილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების კეთილმოსაწყობად.

12. საჩხერის მუნიციპალიტეტს – 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. მერჯევში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებისათვის;

ბ) საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის საჩხერის მონაკვეთზე გარე განათების მოსაწყობად;

გ) ქ. საჩხერეში გარე განათების მოსაწყობად;

დ) საჩხერის მუნიციპალიტეტში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოსაწყობად;

ე) მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში საავტომობილო გზებზე მოსაცდელების მოსაწყობად;

ვ) ნაგვის სპეცმანქანის შესასყიდად;

ზ) საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების ფასადის (სამი გვერდის) კაპიტალური შეკეთებისათვის.

 

დანართი №3

ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, მესტიის, აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს გამოეყოთ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი ქ. ფოთში ფალიაშვილის, ტაბიძის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ჭალადიდელის (გიგო დოდიას ქუჩის ჩათვლით) ქუჩების მოასფალტებისათვის.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

ბ) სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. ზუგდიდის გამწვანების სამუშაოების განსახორციელებლად;

დ) შენობა-ნაგებობების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

ე) წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

ვ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

ზ) ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

თ) საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

ი) კულტდაწესებულებათა შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

კ) მინი-სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

ლ) საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

მ) გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

ნ) ტროტუარების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის.

3. მარტვილის მუნიციპალიტეტს – 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. მარტვილის მშვიდობის ქუჩაზე ტროტუარების, გაზონების მოწყობისა და პარკის მშენებლობისათვის;

ბ) ქ. მარტვილის კომუნალური საცხოვრებელი კორპუსებისა და მუსიკალური სკოლის სახურავებისა და გარე ფასადების რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. მარტვილისა და სოფ. დიდი ჭყონის კულტურის სახლების რეაბილიტაციისათვის;

დ) ქ. მარტვილის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან შემავალი ქუჩების მოასფალტებისათვის;

ე) ქ. მარტვილის თავისუფლების ქუჩასა და თავისუფლების მოედანზე ბორდიურების, ტროტუარებისა და გაზონების მოსაწყობად.

4. სენაკის მუნიციპალიტეტს – 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სენაკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. სენაკისა და ზემო ჭალადიდის თემის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის;

გ) ქ. სენაკისათვის ნაგავმზიდისა და სანაგვე ბუნკერების შესაძენად;

დ) ქ. სენაკის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის;

ე) ქ. სენაკში ორი სპორტული მოედნის მოსაწყობად;

ვ) ქ. სენაკის სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის.

5. მესტიის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა მესტიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისა და ფასადების რემონტისათვის;

ბ) დაბა მესტიაში გარე განათების მოსაწყობად;

გ) დაბა მესტიაში ცენტრის პარკის რეაბილიტაციისათვის;

დ) დაბა მესტიაში სპორტული მოედნების მოწყობისა და სპორტდარბაზის რემონტისათვის;

ე) დაბა მესტიაში გზების, გზის დამცავი ნაგებობების, ტროტუარებისა და ღობეების კეთილმოსაწყობად;

ვ) დაბა მესტიაში ცენტრალურ გზაზე არსებული შენობების ფასადების რემონტისათვის;

ზ) დაბა მესტიის შემოსასვლელის კეთილმოსაწყობად;

თ) სოფ. იფარი-აღიშის გზის, ხიდების რემონტისათვის;

ი) სოფ. უშგულის საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის.

6. აბაშის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. აბაშის ცენტრის კეთილმოსაწყობად (პარკი, ტროტუარები, დეკორატიული კედლები და ღობე);

ბ) ქ. აბაშასა და სოფ. მარანში გარე განათების მოსაწყობად;

გ) ქ. აბაშაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვისა და ფასადების რემონტისათვის.

7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა ჩხოროწყუსა და სოფლებში გარე განათების მოსაწყობად;

ბ) დაბა ჩხოროწყუში ტროტუარების რეაბილიტაციისა და საგზაო ნიშნების მოწყობისათვის;

გ) დაბა ჩხოროწყუში ბეტონის სანიაღვრე არხების მშენებლობისათვის;

დ) დაბა ჩხოროწყუში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა-შეღებვისათვის;

ე) ლესიჭინის თემში მდ. მისკურზე ხიდის მშენებლობისათვის;

ვ) დაბა ჩხოროწყუსა და ლესიჭინის თემში მინი-სტადიონების რეაბილიტაციისათვის;

ზ) სოფელ თაიაში მინი-სტადიონის მშენებლობისათვის.

8. ხობის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. პატარა ფოთის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფ. პატარა ფოთში გზის მოხრეშვისათვის;

გ) სოფ. საგვიჩიოს წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციისათვის.

 

 დანართი №4

 გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. გორის მუნიციპალიტეტს – 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. გორში სასაფლაოზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. გორში ,,ფეიქართა” დასახლებაში შიდა კვარტალური ქუჩების რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. გორში ფეხით სავალი ნაწილების, ტროტუარების რეაბილიტაციისათვის;

დ) ქ. გორში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

ე) ქ. გორში ცხინვალის გზატკეცილზე, დევნილთა ჩასახლებასთან, მარცხენა მხარეზე ქუჩის გაგანიერებისა და ტროტუარის მოწყობისათვის;

ვ) ქ. გორში ,,ვოლოგდისა” და ,,ტიუმენის” დასახლებებში შიდა ქუჩების რეაბილიტაციისათვის;

ზ) ქ. გორში გოგებაშვილის (პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩამდე), ტაბიძის, ევდოშვილისა და გიორგი ერისთავის ქუჩების რეაბილიტაციისათვის;

თ) ქ. გორში ამილახვრის ქუჩასა (სტალინის მოედნიდან თამარ მეფის მე-2 ჩიხამდე) და თამარ მეფის მე-2 ჩიხის გზების რეაბილიტაციისათვის;

ი) ქ. გორში სტალინისა და ამილახვრის ქუჩების გადაკვეთასთან არსებული სკვერის რეკონსტრუქციისათვის.

 2. კასპის მუნიციპალიტეტს – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. კასპში 26 მაისის ქუჩის მოასფალტების, სანიაღვრე არხებისა და ფეხით სავალი გზის მოწყობისათვის;

ბ) ქ. კასპში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. კასპში ქუჩების გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია-მოწყობისათვის.

3. ქარელის მუნიციპალიტეტს – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ქარელსა და დაბა აგარაში საკანალიზაციო გაყვანილობის მოსაწყობად;

ბ) ქ. ქარელსა და დაბა აგარაში სანიაღვრე არხების მოსაწყობად;

გ) ქ. ქარელის, დაბა აგარასა და სოფლების: ბრეთის მეურნეობისა და ბებნისის მეურნეობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

დ) ქ. ქარელში ტროტუარების მოსაწყობად.

4. ხაშურის მუნიციპალიტეტს – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების მოწყობისათვის;

ბ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში სანიაღვრე არხების მოსაწყობად;

გ) ქ. ხაშურში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად;

დ) ქ. ხაშურში ქუჩების მოასფალტების, ქუჩების დაპრფილებისა და მოხრეშვა-მოშანდაკებისათვის;

ე) ქ. ხაშურში გარე განათების მოსაწყობად;

ვ) ქ. ხაშურში ქალაქის ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე ტროტუარების მოსაწყობად.

 

 დანართი №5

 

 ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავს – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. რუსთავში საცხოვრებელი შენობების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. რუსთავში ასფალტ/ბეტონის საფარის რეაბილიტაციისათვის შემდეგ მიკრორაიონებსა და ქუჩებში: 1 მაისის ქუჩა, XXI მკ/რ (ჩერკასკის ქუჩიდან ქუთაისის ქუჩამდე შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია), ლეონიძის №22-24 საცხოვრებელ სახლებთან, მუმლაძის ქუჩა, ოდიშარიას ქუჩა (მშენებელთა ქუჩიდან წმ. ნინოს ქუჩამდე), მე-20 მკ/რ (ტაშკენტის ქუჩიდან ჩერკასკის ქუჩამდე შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია), XVIII მკ/რ, XXI მკ/რ (ქუთაისის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე), VII მკ/რ – შიდა კვარტალური გზა, სამგორის ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, კახეთის ქუჩა, ტოლსტოის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა (მიჩურინი), VIII მკ/რ-ის შიდაკვარტალური გზა, მეგობრობის I გასასვლელი, XI მკ/რ, ტაბიძის ქუჩა, XII მკ/რ-დან – ტაბიძის ქუჩამდე;

გ) ქ. რუსთავისათვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნების შესაძენად;

დ) ქ. რუსთავში საცხოვრებელი შენობების საწვიმარი მილების მოსაწყობად;

ე) ქ. რუსთავში საცხოვრებელი შენობების სარდაფებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

ვ) ქ. რუსთავის საცხოვრებელ შენობებში საწრეტი (სადრენაჟო) სისტემის მოწყობისა და გამაგრებითი სამუშაოებისათვის.

2. გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლებში: კალინინოსა და მარტყოფში გზების რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფ. ვაზიანში წყალსადენის გასაყვანად.

 3. მარნეულის მუნიციპალიტეტს – 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი ქ. მარნეულის ქუჩების მოასფალტება-ბეტონირებისათვის.

 4. ბოლნისის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი ქ. ბოლნისის საკანალიზაციო წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისათვის.

 5. დმანისის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. დმანისში წმ. ნინოს ქუჩაზე ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. დმანისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. დმანისში კ. გამსახურდიას, დავით აღმაშენებლისა და მიხეილ ხერგიანის ქუჩების მოასფალტებისა და არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის.

 6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. კოდის ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად;

ბ) ქ. თეთრიწყაროს ცენტრალური პარკის კეთილმოსაწყობად;

გ) ქ. თეთრიწყაროსა და სოფლების: წინწყაროსა და ასურეთის საბავშვო ბაღების რემონტისათვის;

დ) ქ. თეთრიწყაროში მშვიდობის ქუჩის მოასფალტების დასრულებისათვის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, 9 აპრილის ქუჩების ნაწილის მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხისა და ტროტუარის მოწესრიგებისათვის;

ე) დაბა მანგლისში მშვიდობისა და 9 ძმის ქუჩების მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და სანიაღვრე არხების მოწყობისათვის;

ვ) სოფ. კოდაში დევნილთა ჩასახლების ტერიტორიაზე და სოფ. ხაიშში სპორტული მოედნების მოწყობისა და სოფ. დიდგორის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რემონტისათვის;

ზ) სოფ. ალექსეევკაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის;

თ) სოფ. კოდაში ფაბრიკის დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის.

 7. წალკის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. წალკაში ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის, სოფლებში: თრიალეთსა და ნარდევანიშში მწვანესაფარიანი ღია სპორტული მოედნების მოწყობისათვის;

ბ) ქ. წალკაში გარე განათების რეაბილიტაციისათვის;

გ) სოფლებში: აშკალასა და დაშბაში წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

დ) სოფლების: ავრალოსა და ჯინისის სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისათვის.

 

 დანართი №6

 

ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. შუხუთის კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფლების: მაჩხვარეთისა და ჩოჩხათის ცენტრალურ გზაზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის;

გ) სოფლებში: მაჩხვარეთში, ნიგვზიანში, აცანაში, ჩიბათში, წყალწმინდაში, ლესაში, ჩოლობარგში, ქვემო აკეთსა და ჭანჭათში წყალსადენის მოწყობა-მშენებლობისათვის;

დ) სოფ. მამათში მდინარე სუფსაზე ხიდის მოსაწყობად;

ე) სოფ. გვიმბალაურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის;

ვ) სოფ. ჯურუყვეთის გზის რეაბილიტაციისათვის;

ზ) სოფ. ნინოშვილში სპორტული მოედნის მოსაწყობად;

თ) სოფ. სუფსის საწრეტი კოლექტორების გასაწმენდად.

 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ოზურგეთსა და სოფლებში: ნატანებში, შრომაში, დაბა ურეკში, თხინვალში, კონჭკათში, მერიაში, დვაბზუში, ცხემლისხიდში, ვაკიჯვარში, ბახვში, ლიხაურსა და ჭანიეთში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოასფალტებისა და რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. ოზურგეთის სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისათვის;

გ) ანასეულის წყალსადენის სათავე ნაგებობის რემონტისათვის;

დ) ქ. ოზურგეთისა და დაბების: ლაითურის, ნარუჯისა და ნასაკირალის ტერიტორიაზე მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

ე) ქ. ოზურგეთის ქუჩებში გარე განათების სამუშაოებისათვის;

ვ) ქ. ოზურგეთსა და სოფლებში: ვაკიჯვარსა და ნატანებში, დაბებში: ნასაკირალსა და ურეკში წყალსადენისა და კანალიზაციის შიდა ქსელის რეაბილიტაციისათვის;

ზ) ქ. ოზურგეთში სკვერების კეთილმოსაწყობად.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა ჩოხატაურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფ. შუაფარცხმის წყალსადენის სამუშაოებისათვის;

გ) დაბა ჩოხატაურში სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის;

დ) სოფ. ზემოხეთის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის;

ე) დაბა ჩოხატაურში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის;

ვ) დაბა ჩოხატაურში დუმბაძის სკვერის კეთილმოსაწყობად;

ზ) დაბა ჩოხატაურისათვის ნაგავმზიდი ავტომანქანისა და ურნების შესაძენად;

თ) დაბა ჩოხატაურში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სანიტარიული კვანძის მოსაწყობად;

ი) დაბა ჩოხატაურში ლაბორატორიის შიდა რემონტისათვის;

კ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის.

 

დანართი №7

 

 

ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტს – 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლებში: დიდ სმადაში, ჩორჩანში, პატარა სმადაში, ღორძეში, ლელოვანსა და დაბა აბასთუმანში სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფლებში: ფხეროში, შოყაში, ზემო ენთელში, ქვემო ენთელში, ნაქურდევში, ხევაშენში, უნწაში, ბენარასა და შოლავერში სასმელი წყლის რეზერვუარის მშენებლობისათვის;

გ) დაბა ადიგენში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის;

დ) დაბა ადიგენში ქუჩების მოასფალტებისათვის;

ე) სოფ. მოხეში ხიდის მშენებლობისათვის.

2. ასპინძის მუნიციპალიტეტს – 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა ასპინძაში სანაპიროს ქუჩის მოასფალტებისა და სოფ. ხიზაბავრაში შიდა გზის რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფლებში: ნიჩგორსა და აწყვიტაში სასმელი წყლის ქსელის მოსაწყობად.

 3. ახალციხის მუნიციპალიტეტს – 960 000 (ცხრაას სამოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ახალციხეში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქალაქებში: ახალციხესა და ვალეში ქუჩების მოასფალტებისათვის;

გ) ქ. ახალციხეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის.

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ახალქალაქში ქუჩების რეაბილიტაციისათვის;

ბ) ქ. ახალქალაქში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის;

გ) ქ. ახალქალაქში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის;

დ) სოფლებში: კარწახში, სულდაში, ვაჩიანსა და ბალხოში გარე განათების მოსაწყობად.

5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ნინოწმინდაში ხიდების მშენებლობისათვის;

ბ) ქ. ნინოწმინდაში ქუჩების მოასფალტებისათვის.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 840 000 (რვაას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ბორჯომსა და სოფლებში: ახალდაბასა და ანდეზიტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის;

ბ) სოფლებში: ჭობისხევში, ახალდაბაში, მზეთამზეში, ქვებისხევში, ანდეზიტში, ტაბაწყურსა და ბალანთაში გზების რეაბილიტაციისათვის;

გ) დაბა ახალდაბასა და სოფლებში: რველში, ლიკანში, დვირსა და ყვიბისში წყალსადენის რეაბილიტაციისათვის.

 

დანართი №8

 

დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტს – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა ჟინვალში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისათვის;

ბ) ქ. დუშეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისათვის;

გ) ქ. დუშეთში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისათვის;

დ) დაბა ჟინვალში სპორტული დარბაზის მოსაწყობად;

ე) სოფ. არაგვისპირის საბავშვო ბაღის შეკეთებისა და გაზიფიცირებისათვის;

ვ) ქ. დუშეთში №1, №2, №3 საბავშვო ბაღების გაზიფიცირებისათვის;

ზ) ქ. დუშეთში გარე განათების სამუშაოებისათვის.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტს – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფ. საყდრიონში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის;

 ბ) სოფლებში: ნაქალაქარში, ღულელებში, ზარიძეებში, ტუშურებში, ჟებოტაში, ჩაბანოში, ახალსოფელსა და ლიშოში წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის;

 გ) დაბებში: თიანეთსა და სიონში გარე განათების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის;

 დ) სოფ. ღულელებში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოსაწყობად;

 ე) სოფ. ჯიჯეთში ბოგირის ტიპის ხიდის მოსაწყობად;

 ვ) დაბა თიანეთში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კაპიტალური რემონტისათვის;

 ზ) დაბა თიანეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის.

 3. მცხეთის მუნიციპალიტეტს – 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. მცხეთაში პეტრე იბერიელისა და შრომის ქუჩებზე საყრდენი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის;

 ბ) სოფლების: წილკნისა და მუხრანის ღვინის ქარხნის დასახლების წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისათვის;

 გ) ჯიღაურა-ბიწმენდის გზის მონაკვეთის კაპიტალური რემონტის, სოფ. ლისში მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და სოფ. სასხორ-ზედა ნიჩბისის გზის სარემონტო სამუშაოებისათვის;

 დ) სოფ. გალავნის სპორტული დარბაზის მშენებლობისათვის.

 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლებში: არშაში, გერგეტში, სიონსა და გარბანში გარე განათების მოსაწყობად;

ბ) დაბა სტეფანწმინდაში სპორტული დარბაზის რემონტისათვის;

გ) დაბა სტეფანწმინდაში სტადიონის მოსაწყობად;

დ) დაბა სტეფანწმინდაში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციისათვის;

ე) დაბა სტეფანწმინდაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რემონტისათვის;

ვ) სოფ. ყანობში ბოგირის მოსაწყობად; 

ზ) სოფლებში: გერგეტსა და გორისციხეში საბავშვო ბაღების რემონტისათვის.

 

 დანართი №9

ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ამბროლაურში საჭიდაო დარბაზის მშენებლობისათვის;

ბ) სოფლების: გორისუბნის, ბოსტანას, ძირიგეულის, პირველი ტოლის, პატარა ბარეულის, ღადიშის, წესის, ურავის, ლიხეთის, ხიმშის ჭიჭინაძეების უბნის, ბაჯის ჭელიძეების უბნისა და სხვავა-ფუტიეთის დამაკავშირებელი სასოფლო გზების რეაბილიტაციისათვის;

გ) სოფლების: ქვიშარის, ბარეულის, ზედა ღადიშის, ქვედა შავრის (ფარეიშვილების უბნის), ბაჯისა და ხვანჭკარის (ლუხუტაშვილების უბნის) წყალსადენების ქსელის მოწყობა- რეაბილიტაციისათვის.

 2. ცაგერის მუნიციპალიტეტს – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ცაგერის დამწვარი მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის;

 ბ) ქ. ცაგერის სპორტული დარბაზის რემონტისათვის;

 გ) ქ. ცაგერის კულტურის სახლის რემონტისათვის;

 დ) ქ. ცაგერის ლ. ასათიანის სახ. ბაღის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის;

 ე) ქ. ცაგერის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოსაწყობად;

 ვ) ქ. ცაგერში ბავშვების გასართობი პარკის მოსაწყობად;

 ზ) ქ. ცაგერში საცხოვრებელი ბინებისა და შენობების ფასადებისა და სახურავების რემონტისათვის;

 თ) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციული შენობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და სოფ. სპათაგორში ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისათვის;

 ი) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ოფიტარაში ბიბლიოთეკის შენობის რემონტისათვის;

 კ) ქ. ცაგერისა და სოფლების ცენტრების გარე განათების მოსაწყობად;

 ლ) მუნიციპალიტეტის სოფლების წყალსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის;

 მ) ცაგერის მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების მოვლა-შენახვისათვის.

3. ონის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ონში სანიაღვრე არხების მოსაწყობად;

ბ) ქ. ონში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რემონტისათვის;

გ) ქ. ონსა და სოფლებში: უწერასა და შოვში მინერალურ წყლებთან მისასვლელებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოსაწყობად;

დ) ქ. ონის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოსაწყობად;

ე) სოფლებში: წმენდაურში, ქრისტესში, კომანდელში, ხირხონისში, ბარსა და შეუბანში სასმელი წყლის სისტემების მოსაწყობად;

ვ) ქ. ონში საჭიდაო დარბაზის რემონტისათვის;

 ზ) სოფლების: ბაჯიხევის, კომანდელის, ხირხონისის, ქრისტესის, სხიერის, შეუბნის, გომის შიდა სასოფლო გზების მოვლა-შენახვისათვის;

თ) სოფლებში: ღარსა და ნიგვზნარაში ასფალტის საფარიანი მოედნების მოსაწყობად.

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) დაბა ლენტეხში ცენტრალური ქუჩების გასწვრივ დეკორატიული ღობეების მოსაწყობად;

ბ) დაბა ლენტეხში შენობების გადახურვისა და ფასადების კეთილმოსაწყობად;

გ) დაბა ლენტეხსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში გარე განათების რეაბილიტაციისათვის;

დ) დაბა ლენტეხში პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციისათვის;

ე) დაბა ლენტეხსა და სოფლებში წყალსადენებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცისათვის;

ვ) დაბა ლენტეხში ახალგაზრდული ცენტრისა და კინოს სახლის რეაბილიტაციისათვის;

ზ) სოფლების: ნანარის, გულიდის, ხელედის, საყდრის, გვიმბრალის, ყვედრეშისა და ცხმელურის კლუბების რეაბილიტაციისათვის;

თ) სოფ. ჟახუნდერის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის, სოფ. ჩიხარეშის ადმინისტრაციული შენობის სახურავისა და ელგაყვანილობის მოწყობის, სოფ. თეკალის ადმინისტრაციული შენობის შემოღობვისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის;

ი) სოფლების: ხოფურისა და შკედის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის;

კ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოსაწყობად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 13.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №40, 13.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2248764/