ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №30
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის” გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
1. ქალაქ რუსთავის მერიასა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 7 491 468 (შვიდი მილიონ ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი, აქედან:
ა) ქ. რუსთავის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოუყოს – 4 991 468 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ოთხას სამოცდარვა) ლარი:
ა.ა) ტაშკენტის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის – 777 320 (შვიდას სამოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცი) ლარი;
ა.ბ) თოდრიას II ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის – 468 080 (ოთხას სამოცდარვა ათას ოთხმოცი) ლარი;
ა.გ) თოდრიას III ჩიხის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის – 342 765 (სამას ორმოცდაორი ათას შვიდას სამოცდახუთი) ლარი;
ა.დ) ქუთაისის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის – 958 469 (ცხრაას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაცხრა) ლარი;
ა.ე) ლეონიძის ქუჩის გზის საფარის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის – 931 282 (ცხრაას ოცდათერთმეტი ათას ორას ოთხმოცდაორი) ლარი;
ა.ვ) XVII მ/რაიონის გზის საფარის აღდგენისათვის – 353 602 (სამას ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ორი) ლარი;
ა.ზ) XII მ/რაიონის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის – 165 117 (ას სამოცდახუთი ათას ას ჩვიდმეტი) ლარი;
ა.თ) მესხიშვილის I გასასვლელის გზის საფარისა და წყალსადენის აღდგენისათვის 287 830 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას რვაას ოცდაათი) ლარი;
ა.ი) მაიაკოვსკის ქუჩის გზის საფარის, წყალსადენის აღდგენის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის – 707 003 (შვიდას შვიდი ათას სამი) ლარი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი ქ. მარნეულში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ჭებისა და კოლექტორების გაწმენდის, სანიაღვრე ქსელის მოწყობის, ასფალტ-ბეტონის საფარის, კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის შეცვლის, ტროტუარების რეაბილიტაციისა და გზის გამყოფი ზოლის აღდგენის სამუშაოთა შესასრულებლად;
გ) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 728 572 (შვიდას ოცდარვა ათას ხუთას სამოცდათორმეტი) ლარი:
გ.ა) სოფელ კოდის სასმელი წყლით წყალმომარაგების პროექტის შესადგენად – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ.ბ) ქ. თეთრი წყაროს დამატებით წყალმომარაგებისათვის – 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი;
გ.გ) სოფელ ორბეთის წყალმომარაგებისათვის – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
გ.დ) სამი ავტობუსის შესაძენად – 128 572 (ას ოცდარვა ათას ხუთას სამოცდათორმეტი) ლარი;
დ) დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს – 535 714 (ხუთას ოცდათხუთმეტი ათას შვიდას თოთხმეტი) ლარი:
დ.ა) დიდი დმანისის ადმინისტრაციული ერთეულის დიდი დმანისის, ვარდისუბნის, ბოსლების გაზიფიცირებისათვის – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.ბ) ორი ავტობუსის შესაძენად – 85 714 (ოთხმოცდახუთი ათას შვიდას თოთხმეტი) ლარი;
ე) წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 435 714 (ოთხას ოცდათხუთმეტი ათას შვიდას თოთხმეტი) ლარი:
ე.ა) ქ. წალკის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე.ბ) ორი ავტობუსის შესაძენად – 85 714 (ოთხმოცდახუთი ათას შვიდას თოთხმეტი) ლარი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოუყოს 1 230 000 (ერთი მილიონ ორას ოცდაათი ათასი) ლარი ქალაქ ბათუმში ევროპის მოედანზე „მედეას” მონუმენტის დასადგმელად.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა პროექტირების დასაფინანსებლად.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი), კონტროლი შესაბამისად ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ზ. მელიქიშვილს (ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები), გ. ნაცვლიშვილს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლ. ვარშალომიძეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი