საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1453
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 27/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1453

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართ­ველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყოს 30 230 000 (ოცდაათი მილიონ ორას ოცდაათი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს – 19 215 000 (ცხრამეტი მილიონ ორას თხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

 ა.ა) ხაშურის მუნიციპალიტეტს – 4 850 000 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;

 ა.ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტს – 3 600 000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი, საიდანაც:

ა.ბ.ა) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი – ჭიათურა-ხრეითის გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო ხარჯების დაფინანსებისათვის;

ა.ბ.ბ) 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი – ჭიათურა-ცხრუკვეთის გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო ხარჯების დაფინანსებისათვის;

ა.გ) მესტიის მუნიციპალიტეტს – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი ტურიზმის განვითარების მიზნით მესტიის ცენტრის, საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციის და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებისათვის;

ა.დ) თვითმმართველ ქალაქ ფოთს – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, საიდანაც:

ა.დ.ა) 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი – ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;

ა.დ.ბ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – აღმაშენებლის ქუჩაზე და რუსთაველის რკალზე განათების სისტემების მოწყობისათვის;

ა.ე) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი ქედა‑მერისი‑სილიბაურის გზის მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარის დასაგებად;

ა.ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 1 460 000 (ერთი მილიონ ოთხას სამოცი ათასი) ლარი, საიდანაც:

ა.ვ.ა) 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი – გარე განათების მოწყობისათვის;

ა.ვ.ბ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი – დიდგორისა და ლეონიძის ქუჩებზე ასფალტბეტონის საფარის დასაგებად;

ა.ვ.გ) 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;

ა.ვ.დ) 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით;

ა.ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 605 000 (ექვსას ხუთი ათასი) ლარი – ცენტრალური პარკის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის;

ა.თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი ქვედა სიმონეთის ხიდის აღდგენითი სამუშაოების გასაგრძელებლად;

ა.ი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი   ქ. ლანჩხუთში მდებარე საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციისათვის;

ა.კ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი – ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) – 3 615 000 (სამი მილიონ ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადასაცემად, „რეგიონული განვითარების პროექტის (იმერეთი)“ ფარგლებში, წყალტუბოს რეაბილიტაციისათვის საჭირო ინფრას­ტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს – 3 400 000 (სამი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მათ შორის:

გ.ა) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

გ.ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მუხური-თაიასა და მონგირი-ახუთის საავტომობილო გზების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ რიყეს ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და შიდა­სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტო­მობილო გზის ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების შესყიდვის განხორციე­ლების მიზნით – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

 დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებული დაფინანსების ფარგლებში:

ა) კომპანიამ უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შემდეგი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა:

ა.ა) კაფე №2 („სამი დათვი“) შენობის რეაბილიტაცია;

ა.ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია;

ა.გ) ავალიანის ქუჩის №1-ში მდებარე შენობის – „სათაფლიის“ რეაბი­ლიტაცია;

ა.დ) სუპერმარკეტ „წიწვების“ რეაბილიტაცია;

ა.ე) წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქცია;

ა.ვ) სს „ლიბერთი ბანკის“ შენობის ფასადის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება;

გ) სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა 3 615 000 (სამი მილიონ ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარით;

დ) კომპანიამ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე) კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამავე პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მთლიანი მოცულობა შეადგენს 331 000 (სამას ოცდათერთმეტი ათასი) ლარს, საიდანაც 131 000 (ას ოცდათერთმეტი ათასი) ლარი მიმართული იქნება ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ხოლო 200 000 (ორასი ათასი) ლარი – კერძო სექტორის მიერ (სს „ლიბერთი ბანკის“ თანამონაწილეობით).

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ვ“ ქვე­პუნქ­ტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომია მიიმართოს მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასაფინანსებლად.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები განახორ­ციელოს 2012-2013 წლებში პროექტირების პარალელურ რეჟიმში.

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვა­ლისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, 2013 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ივანე მერაბიშვილი