თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2603
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2603

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფისა და საქართველოს  მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

1 . ქ. ბათუმში მშენებარე ალფაბეტური კოშკის სფეროში შიდა ინტერიერის დამატებითი სამუშაოების ხარჯების დაფინანსების მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის მე -18მუხლის მე -2პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს752 000 (შვიდას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი .

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები ქ. ბათუმის მერიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე მუხლის შესაბამისად:

ა) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 16 თებერვლის№401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახე ბ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე სე ბულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 14 880 000 (თოთხმეტი მილიონ რვაას ოთხმოცი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით სამშენებლო სამუშაოების დროულად განსახორციელებლად – 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარი;

ბ ) ანაკლიაში ინდივიდუალური პროექტირების ხის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად – 11 500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

გ) ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო‑ და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოსაწყობად – 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი.“;

ბ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 12 ივლისის№1429 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესტიის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4030 000 (ოთხი მილიონ ოცდაათი ათასი) ლარი.“;

გ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №1544 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას–საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4870000 (ოთხი მილიონ რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი, კერძოდ:

ა)მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეული საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების, ასევე განსახლების ღონისძიებათა განსახორციელებლად–1 100000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;

ბ) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ127–კმ131 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად – 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი;

 გ) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 725 000 (შვიდას ოცდახუთი ათასი) ლარი;

დ)მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეულ საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად–345000 (სამას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.“.

პრემიერ‑მინისტრი ნიკა გილაური