საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2525
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 26 იანვრის№113 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. ბორჯომში, სანატორიუმ „ფირუზას“ პირველი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 1 650 000 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.
2. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 22 თებერვლის№443 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობისათვის, ინვესტორზე სასტუმროების სამშენებლო პროექტების უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით შესაბამისი საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველ ეტაპზე გამოუყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.
3. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 26 აგვისტოს№1714 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში წყლის პარკის მოწყობის მიზნით, მოწყობილობის დაპროექტების, წარმოების, მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების 2011 წელს განსახორციელებელ ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 2 010 000 (ორი მილიონ ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
4. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 16 თებერვლის№401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 14 925 000 (თოთხმეტი მილიონ ცხრაას ოცდახუთი ათასი) ლარი, კერძოდ:
ა) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით სამშენებლო სამუშაოების დროულად განსახორციელებლად – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
ბ ) ანაკლიაში ინდივიდუალური პროექტირების ხის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად – 11 500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
გ) ქ. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოსაწყობად – 2 425 000 (ორი მილიონ ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარი.“.
5. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 22 თებერვლის№444 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სარფის საბაჟოსთან მისასვლელი საავტომობილო გზის გაფართოებითი სამუშაოების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 2 510 000 (ორი მილიონ ხუთას ათი ათასი) ლარი.“.
6. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 21 მარტის№606 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია (ცენტრი) -აეროპორტის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრში, მდ ინარე მესტია ჭალაზე არსებულის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 2 015000 (ორი მილიონ თხუთმეტი ათასი) ლარი.“.
7. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 3 მაისის№967 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზემო სვანეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია-უშგულის 47‑კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-საკვლევაძიებო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 520 000 (ხუთას ოცი ათასი) ლარი.“.
8. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 2 ივნისის№1206 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 3 005 000 (სამი მილიონ ხუთი ათასი) ლარი.“.
9. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 12 ივლისის№1429 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მესტიის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საზედამხედველო მომსახურების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4 245 000 (ოთხი მილიონ ორას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.“.
10. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2011 წლის 26 ივლისის№1544 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2011წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას–საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 5375000 (ხუთი მილიონ სამას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, კერძოდ:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეული საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების, ასევე განსახლების ღონისძიებათა განსახორციელებლად–1100000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;
ბ) მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ127-კმ131 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად – 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი;
გ) დარიალის ხეობაში (ზემო ლარსი) სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად – 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;
დ) მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეულ საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების განსახორციელებლად–475000 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური