საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1478
2014 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს გამოუყოს 840 000 (რვაას ორმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
დ) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ვ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას – 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;
ი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციას - 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 26.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1478. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017582.
- სად არის „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, №1478, 26.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017582 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2482189/