საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1000
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1000

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

სოციალური ჭრის ტყეკაფებზე მოსახლეობის შეუფერხებელი მის­ვ­ლის უზრუნველსაყოფად, პირველი ეტაპის სამუშაოების ჩასატარებ­ლ­ად საჭირო საწვავის შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამი­ნ­ი­ს­ტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სა­რე­ზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ად­­მ­ი­ნისტრაციებს გამოუყოს 104 000 (ას ოთხი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას აბ­აშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენ­ჯ­ი­ხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში – 1 000 (ერთი ათასი) ლარი;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ლან­ჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ბაღ­დათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყი­­ბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპა­ლი­ტ­ე­ტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ახ­მეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, სა­გა­რე­ჯ­ოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში – 3 500 (სამი ათას ხუ­თ­ა­სი) ლარი;

ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას დუ­შეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ამ­ბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ად­იგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნი­ნო­წმი­ნ­დის მუნიციპალიტეტებში – 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი;

თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ბო­ლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუ­ნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში – 2 500 (ორი ათ­ას ხუთასი) ლარი;

ი) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გო­რის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში – 24 000 (ოც­დ­ა­ოთხი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                ნ . გილაური