ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №66

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 21 700 000 (ოცდაერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის:

ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, №1 დანართის შესაბამისად;

 ბ) ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, №2 დანართის შესაბამისად;

 გ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი, №3 დანართის შესაბამისად;

 დ) გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი, №4 დანართის შესაბამისად;

 ე) კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის  – 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი, №5 დანართის შესაბამისად;

 ვ) იმერეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, №6 დანართის შესაბამისად;

 ზ) შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, №7 დანართის შესაბამისად;

თ) სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, №8 დანართის შესაბამისად;

ი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი, №9 დანართის შესაბამისად.

 2. განკარგულების  შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი), ხოლო პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. გოროზიას; ,,ბ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ზ. მელიქიშვილს; ,,გ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ო. სირაძეს; ,,დ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სა-ხელმწიფო რწმუნებულს ა. ცინცაძეს; ,,ე” ქვეპუნქტის შესრუ-ლების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს პ. ცისკარიშვილს; ,,ვ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზ. ქაჯაიას; ,,ზ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს; ,,თ” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელ-მწიფო რწმუნებულს გ. ხაჩიძეს; ,,ი” ქვეპუნქტის შესრულების კონტროლი ასევე ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორი, დუშეთი, თიანეთი, მცხეთა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ზ. ნოღაიდელი

 

დანართი №1

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

თანხა სულ – 3 000 000 ლარი

 1. აბაშის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი გაზიფიცირებისათვის;

 2. სენაკის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 870 000 (რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი გაზიფიცირებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისათვის;

 3. ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 270 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარი გაზიფიცირებისა და შიდა გზების შეკეთებისათვის;

 4. წალენჯიხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისათვის;

 5. ჩხოროწყუს რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისათვის;

  6. მარტვილის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 310 000 (სამას ათი ათასი) ლარი წყალსადენის რეაბილიტაციისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისათვის;

 7. ქ. ფოთის ბიუჯეტს გამოეყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი სატუმბის ასაშენებლად.

 

დანართი №2

ქვემო ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

თანხა სულ – 5 000 000 ლარი

 

 1. ქ. რუსთავის ბიუჯეტს გამოეყოს 4 266 000 (ოთხი მილიონ ორას სამოცდაექვსი ათასი) ლარი გზების საფარის შესაკეთებლად შემდეგ ქუჩებზე:

 ა) ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

 ბ) გურამიშვილის ქუჩა;

გ) 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა;

დ) შევჩენკოს ქუჩა;

ე) ლერმონტოვის ქუჩა;

ვ) მაჩაბლის ქუჩა;

ზ) მეგობრობის მეორე გასასვლელი;

თ) თოდრიას მესამე ჩიხი;

ი) ვახუშტის ქუჩა;

კ) XVII მ/რ (შიდა კვარტალური);

ლ) XVIII და XIX მ/რ დამაკავშირებელი;

მ) მესხიშვილის მე-3 გასასვლელი;

ნ) XII მ/რ (შიდა კვარტალური);

ო) ბათუმის ქუჩა;

პ) ტაშკენტის (კიროვაკანის) ქუჩა.

2. მარნეულის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 734 000 (შვიდას ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ყაჩაღანის გაზსადენის რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის;

ბ) შულავრის საკრებულოს სოფლებში არაფლოსა და დაშთაფაში 150 მმ-იანი 5 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობისათვის;

გ) ქ. მარნეულის საკანალიზაციო კოლექტორის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის;

დ) ყაჩაღანის საკრებულოს სოფ. თაქალოში სასმელი წყლის გაყვანისათვის.

 

დანართი №3

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტი

 

თანხა სულ – 700 000 ლარი

 

 ამბროლაურის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი თერჯოლა-ხოტევი-ამბროლაურის ბუნერივი გაზის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის.

 

დანართი №4

 

გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

თანხა სულ – 1 000 000 ლარი

 

1. ოზურგეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 ა) ოზურგეთის გაზიფიცირების ქსელის გაფართოების სამუშაოები;

 ბ) რაიონული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 2. ლანჩხუთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად:

  შუხუთი-აცანა-ძიმითის 17 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

3. ჩოხატაურის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტის განსახორ-ციელებლად:

  სოფლების შუაგანახლება-განახლების დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

 

დანართი №5

 

კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტი

 

თანხა სულ – 1 200 000 ლარი

 

თელავის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტის განსახორ-ციელებლად:

 ქ. თელავის სასმელი წყლის შიდა ქსელისა და წყალმოსამარაგებელი აუზის რეაბილიტაცია.

 

დანართი №6

 

იმერეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

თანხა სულ – 6 500 000 ლარი

 

 ქ. ქუთაისის ბიუჯეტს გამოეყოს 6 500 000 ლარი შემდეგი პროექტების განახორციელებლად:

 ა) ლესელიძის ქუჩა (რაჭა-ლეჩხუმის მაგისტრალის ნაწილი);

 ბ) 9 აპრილის ქუჩა (ჭავჭავაძის პროსპექტისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის შემაერთებელი);

 გ) ბუხაიძის ქუჩა;

 დ)  ჯავახიშვილის ქუჩა;

 ე) ცხინვალის ქუჩა;

 ვ) გამსახურდიას II შეს. (ჭავჭავაძისა და რუსთაველის პროსპექტების შემაერთებელი);

 ზ) ჯიბლაძის ქუჩა (თამარ მეფისა და წერეთლის ქუჩების შემაერთებელი);

 თ) სინაურის ქუჩა (ასათიანის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის პროსპექტის შემაერთებელი);

 ი)  გუგუნავას ქუჩა (ქუთაისზე ამვლელი გზის ნაწილი);

 კ) გრიშაშვილის ქუჩა, თეთრი ხიდი, I სკოლის მოედანი (ოქროს ჩარდახი);

 ლ) ჯაჭვის ხიდი, ბაზრის მოედანი, აღმაშენებლის მოედანი (ქალაქის ცენტრი);

 მ) წერეთლის II შესახვევი;

 ნ) ჭაბუკიანის ქუჩა;

 ო) ვაჟა-ფშაველასა და ცაცხვების ქუჩა (ბაგრატის ტაძართან მიმავალი გზა);

 პ) ზურაბ საკანდელიძის ქუჩა;

 ჟ)   საფიჩხიის მოედანი;

 რ) სოლომონ I-ის ქუჩა (კუპრაძისა და თამარ მეფის ქუჩების შემაერთებელი).

 

დანართი №7

 

შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

თანხა სულ – 3 000 000 ლარი

 

გორის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 3 000 000 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

 1. ატენი-ბობნევის წყალსადენის სათავე ნაგებობებისა და მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია  – 300 000 ლარი;

 2. კონფლიქტის ზონის მიმდებარე, გორის რაიონის სოფლების გზების რეაბილიტაცია – 2 700 000 ლარი, მათ შორის:

 ა) ზეღდულეთის საკრებულოს ტერიტორიაზე ზეღდულეთი-ბერშუეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 ბ) ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 გ) შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ცხინვალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 დ) ტყვიავის საკრებულოს ტერიტორიაზე ფლავი-ფლავისმანის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 ე) ტყვიავი-კარბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 ვ) მერეთი-კარბის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

 ზ) კარალეთი – ქვ. არცევი-ქვეშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

დანართი №8

სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტი

 

თანხა სულ – 600 000 ლარი

 

ახალციხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი ქ. ახალციხეში სასმელი წყლის ტრასის რეაბილიტაციისათვის.

 

დანართი №9

მცხეთა-მთიანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

თანხა სულ – 700 000 ლარი

 

 მცხეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 218 750 ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;

დუშეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 218 750 ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;

თიანეთის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 87 500 ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;

ყაზბეგის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 87 500 ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად;

ახალგორის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 87 500 ლარი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2006.
როდის იქნა მიღებული „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 09.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №66, 09.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2068360/