ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №423
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2421 მუხლის შესაბამისად:
1. მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასების დანამატის 2005 წლის 1 სექტემბრიდან 50 პროცენტამდე გაზრდისათვის „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ტერიტორიული ერთეულების გამგეობებს გამოუყოს 729 500 (შვიდას ოცდაცხრა ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:
- გურჯაანის რაიონისათვის – 1 500 ( ათას ხუთასი) ლარი;
- თელავის რაიონისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი;
- სიღნაღის რაიონისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი;
- ჭიათურის რაიონისათვის – 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი;
- ტყიბულის რაიონისათვის – 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი;
- წყალტუბოს რაიონისათვის – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;
- ბაღდათის რაიონისათვის – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;
- საჩხერის რაიონისათვის – 34 000 (ოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;
- ხარაგაულის რაიონისათვის – 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარი;
- ხონის რაიონისათვის – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;
- მესტიის რაიონისათვის – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
- ერედვის თემისათვის – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
- ქურთის თემისათვის – 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;
- წალკის რაიონისათვის – 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;
- ოზურგეთის რაიონისათვის – 9 000 (ცხრა ათასი) ლარი;
- ჩოხატაურის რაიონისათვის – 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი;
- ადიგენის რაიონისათვის – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
- ასპინძის რაიონისათვის – 28 700 (ოცდარვა ათას შვიდასი) ლარი;
- ახალქალაქის რაიონისათვის – 102 000 (ას ორი ათასი) ლარი;
- ახალციხის რაიონისათვის – 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;
- ნინოწმინდის რაიონისათვის – 37 500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი;
- ახალგორის რაიონისათვის – 25 500 (ოცდახუთი ათას ხუთასი);
- დუშეთის რაიონისათვის – 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;
- თიანეთის რაიონისათვის – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
- ყაზბეგის რაიონისათვის – 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;
- ამბროლაურის რაიონისათვის – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი;
- ლენტეხის რაიონისათვის – 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;
- ონის რაიონისათვის – 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;
- ცაგერის რაიონისათვის – 44 600 (ორმოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარი.
2. სხვა ტერიტორიულ ერთეულებში (რომლებიც არ არიან ზემოაღნიშნულ ნუსხაში) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი ბიუჯეტებიდან.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ“?
- „ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ“ მიღებულია 14.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №423. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
- სად არის „ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქ. თბილისი მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების დანამატის შესახებ“, №423, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2055226/