ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №71
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 59 931 200 (ორმოცდაცხრამეტი მილიონ ცხრაას ოცდათერთმეტი ათას ორასი) ლარი დანართების შესაბამისად.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი №1
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყოთ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. ქ. ქუთაისის მერიას – 7 800 000 (შვიდი მილიონ რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქის ქუჩების კაპიტალური შეკეთება;
ბ) საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია;
გ) ღვარსადენების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება;
დ) განათება;
ე) გაზმომარაგება.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შიდა გზების მოხრეშვა-მოასფალტებისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია (2 ხიდ-ბოგირი);
ბ) გაზიფიცირება (სოფ. ზეინდარი);
გ) შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა.
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქში არსებული შიდა გზების შეკეთება;
ბ) ქალაქში წყლისა და საკანალიზაციო ქსელების შეკეთება.
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სპორტკომპლექსის მშენებლობა;
ბ) შიდა გზების მოვლა-შენახვა;
გ) ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა;
დ) სიმონეთის კლუბისა და ზედა ალისუბნის სპორტდარბაზის კაპიტალური შეკეთება.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალიტეტის გზების მოწესრიგება;
ბ) საცხოვრებელი კორპუსების სახურავების მოწესრიგება;
გ) სასმელი წყლის მილსადენების რეაბილიტაცია;
ვ) ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობა.
7. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გზებისა და ხიდების შეკეთება;
ბ) ფასადების შეკეთება.
8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ბინების სახურავების შეკეთება;
ბ) ასფალტსაფარიანი გზების მიმდინარე შეკეთება;
გ) ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა (წყალსადენის მიგისტრალის მიმდინარე შეკეთება);
დ) შიდა გზების მოხრეშვა.
9. წყალტუბოს მუნიციპალეტეტის გამგეობას – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სარწყავი არხების გაწმენდა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
ბ) სოფლებში წყალსადენების შეკეთება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების შეკეთება;
დ) ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟი.
10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 300 000 (სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად :
ა) შიდა სასოფლო გზების მოსწორება;
ბ) წყალმომარაგების სისტემის ნაწილობრივი აღდგენა.
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 100 000 (ასი ათასი) ლარი შიდა გზების, ხიდების, ბოგირების, სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად.
12. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოასფალტება და შიდა გზების შეკეთება;
ბ) შიდა გზების მოხრეშვა.
დანართი №2
ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 455 600 (სამი მილიონ ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 110 000 (მილიონ ას ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა ხიდების შეკეთება და აღდგენა;
ბ) ქალაქისა და სოფლების გაზიფიკაცია;
გ) სოფლების წყალმომარაგების ქსელის აღდგენა;
დ) მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;
ე) მუნიციპალიტეტის შიდა გზების შეკეთება;
ვ) სპორტული მოედნების მოწყობა.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 425 600 (მილიონ ოთხას ოცდახუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მუნიციპალური გზების ორმული შეკეთება და მოხრეშვა;
ბ) მუნიციპალიტეტის გაზმომარაგების ქსელის გაფართოება;
გ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა ხიდების შეკეთება და აღდგენა;
ბ) მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გ) ქალაქისა და სოფლების გაზიფიკაცია;
დ) სოფლების წყალმომარაგების ქსელის აღდგენა;
ე) მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია;
ვ) დ. ჩოხატაურში სკვერის მოწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტის ბ/ბაღების შეკეთება;
თ) მუნიციპალიტეტის შიდა გზების შეკეთება;
ი) ბახმაროს ინფრასრუქტურის კეთილმოწყობა.
დანართი №3
ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 2 860 000 (ორი მილიონ რვაას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 300 000 (მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების: ჩორჯო, ურავი, I ტოლა, მე-2 ტოლა, ჭყვიში და ქ. ამბროლაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) შიდა გზების რეაბილიტაცია – ქედისუბანი-ნამანევი, სადმელი, ზემო კრიხი, ჟოშხა-გენდუში, ნიკორწმინდა;
დ) ქ. ამბროლაურის სანიაღვრე არხი;
ე) სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის რემონტი;
ვ) ქ. ამბროლაურის საბავშვო ბაღის რემონტი;
ზ) ქ. ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩაზე ამორტიზებული კორპუსების რემონტი.
2. ონის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების: შარდომეთი, ღები, გომი, ცხმორი, ღუნდა, სევა, სორი და ქ. ონში ვახტანგ VI-ის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) სოფლების: ქრისტესი-სხიერი, ბარი-მრავალძალი, ფარახეთი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევი, ღები-თევრეშო, ბოყვა-შქმერი, ჩიტაური-წოლა, სორგითი-ღუნდა შიდა გზების რეაბილიტაცია;
გ) სოფელ შარდომეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები.
3. ცაგერის მუნიციპალიტეტს – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების: ალპანა, ღვირიში, წილამიერი, ლაილაში, ორბელი, ჩხუტელი, ზუბი, აღვი, წიფერჩი, სპათაგორი, გაგულეჩი, ქვემო ცაგერი, აგრეთვე ქ. ცაგერის სათა ვ ო ნაგებობის, შიდა ქსელისა და აღმაშენებელის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
ბ) სოფლების: ჩხუტელი, ზუბი, ნაკურალეში, ღვირიში, ტვიში, ორხვი, უცხერი, ალპანა, აღვი-ნაკურალეში, აღვი, ლაილაში, ღუ, სურმუში, ლაჯანა, ორბელი, ყურცობი, ლაცურია, ჩხუტელი-ლასურიაში, ლასურიაში-აღვი, მახაში, ზარაგულა, ლარჩვალი, ბარდნალა, მახურა, კენაში, წილამიერი-ლესინდი, საირმე, ქვ. ცაგერი, ლაშიჭალა, სპათაგორი, ხოჯი, წიფერჩი და ქ. ცაგერის შიდა გზების რეაბილიტაცია.
4. ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფლების: მარგვიში, მელე, ჩიხარეში, შკედი, ახალშენი, ჟახუნდერი, ლეკოსანდი, სასაში, მებეცი, ლუჯი, ჩუკული, ტვიბი, მამი, თეკალი, დურაში, ჭველიერი, ხელედი, ნანარი, ხოფური, რცხმელური, ყვედრეში, გვიმბრალა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) სოფლების: შკედი, წანაში, ნანარი, ყვედრეში, ბაბილი შიდა გზების რეაბილიტაცია, დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღის რემონტი, საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული სახურავების გადახურვა და ფასადების შეღებვა;
გ) სოფლების: სასაში, ლეკოსანდი, ჩუკული, ლემზაგორი, რცხმელური ხიდების რეაბილიტაცია.
დანართი №4
ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 3 766 000 (სამი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 940 000 (ცხრაას ორმოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. მცხეთაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება;
ბ) სოფელ ქსანში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთება;
გ) ძალისი-ერედის გაზიფიცირება;
დ) სოფელ წეროვანის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ე) სოფელ ვარდისუბანში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ვ) სოფელ ჩარდახის სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ზ) სოფელ მისაქციელის გაზიფიცირება;
თ) სოფელ ქსოვრისის გაზიფიცირება;
ი) სოფელ ციხისძირში არტეზიული ჭის მოწყობა.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია;
ბ) ჟებოტა – ახალსოფელი – ჩაბანო – ჭიაურის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბილიტაცია;
გ) სოფ. ზარიძეების შიდა გზების მოხრეშვა;
დ) სოფ. ჯიჯეთის ხიდის აღდგენა;
ე) ჩეკურაანთგორის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ვ) სოფ. ალოტის შიდა გზის რეაბილიტაცია;
ზ) ჩეკურაანთგორი-ევჟენტის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;
ზ) სოფ. Oომარაულების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
თ) სოფ. ორხევის შიდა გზების რეაბილიტაცია; თიანეთი არტანის გზის რეაბილიტაცია;
ი) სოფ. დულუზაურების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
კ) სოფ. დევენაანთხევის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;
ლ) სოფ. საყდრიონის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
მ) სოფ. ხევსურთსოფლის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ნ) ტუშურები-წიკვლიანთკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
ო) ღულელები – ბალებისხევი – სიონთგორი –ნადოკრის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბილიტაცია;
პ) სოფ. თრანის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;
ჟ) სოფ. მაგრანეთის შიდა გზის რეაბილიტაცია;
რ) სოფ. მაგრანეთის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ს) სოფ. ზემო ნაქალაქარის შიდა გზების რეაბილიტაცია;
ტ) სოფ. სიმონიანთხევის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
უ) სოფ. თოლენჯის წყალსადენის რეაბილიტაცია;
ფ) მელიასხევი–თოლენჯი–სიმონიანთხევი–გორანას დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;
ქ) გორანა–დავათის დამაკავშირებელი შიდა გზის რეაბილიტაცია.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. დუშეთის გარე განათების მოწყობა;
ბ) დუშეთიდან არღუნამდე გზის მოხრეშვა;
გ) სოფ. ძველ ოსებში გზის მოწყობა;
დ) სოფ. ძველ ოსებში სასმელი წყლის მიყვანა;
ე) სოფ. აბანოსხევში სასმელი წყლის მიყვანა;
ვ) სოფ. დავათში სასმელი წყლის მიყვანა;
ზ) ჭოპორტში ბაგა-ბაღის რემონტი;
თ) ჭოპორტში სტადიონის მოწყობა;
ი) ბულაჩაურის სკოლის სახურავის რემონტი;
კ) სოფ. ტონჩისა და კარიაულთკარის გზების მოხრეშვა;
ლ) სოფ. ახალ ტონჩაში სასმელი წყლის მიყვანა;
მ) სოფ. გრიგოლაანთკარის სკოლის შენობის რემონტი;
ნ) სოფ. გრიგოლაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;
ო) სოფ. საკრამულში გზის მოხრეშვა;
პ) სოფ. ლაზვიაანთკარში სასმელი წყლის მიყვანა;
ჟ) სოფ. ჩუბინაანთკარიდან სასაფლაოსკენ გადასასვლელი ხიდის მშენებლობა;
რ) დაბა ფასანაურის სტადიონის მოწყობა
ს) სოფ. ოძისის სარწყავი წყლის საკითხის მოგვარება;
ტ) სოფ. მჭადიჯვრის თემში ტეტიაანთუბანში სასმელი წყლის მიყვანა;
უ) სოფ. მჭადიჯვრის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;
ფ) სოფ. მჭადიჯვრის სტადიონის მოწყობა;
ქ) სოფ. დგნალში (ციხისსოფელი) გზის პრობლემის მოგვარება;
ღ) სოფ. ციხისძირში სასმელი წყლის მიყვანა;
ყ) სოფ ჭართალში წყლის მილების გამოცვლა;
შ) დაბა ჟინვალში გარე განათების მოწყობა;
ჩ) სოფ. ბიჩნიგაურებში სასმელი წყლის მიყვანა;
ც) სოფ. გრემისხევის სკოლისათვის სასმელი წყლის მიყვანა;
ძ) სოფ. მილახვრიანთკარის გზის მოხრეშვა;
წ) სოფ. მთვარელიაანთკარში სანიაღვრე არხის მოწყობა;
ჭ) დაბა ჟინვალის სტადიონის მოწყობა.
4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 286 000 (ორას ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი დაბა სტეფანწმინდაში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის.
5. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 830 000 (რვაას ოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფ. იკოთის გაზიფიცირება;
ბ) სოფ. ბოლის გაზიფიცირება;
გ) სოფ. წირქოლის გაზიფიცირება;
დ) სოფ. ახმაჯის გაზიფიცირება;
ე) მდინარე ქსნის სანაპიროზე გაბიონების მოწყობა.
დანართი №5
ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს გამოეყოთ 16 600 000 (თექვსმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 600 000 (ხუთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სახურავების რეაბილიტაცია;
ბ) ლიფტების აღდგენა;
გ) სპორტული მოედნების აღდგენა-მშენებლობა;
დ) შიდა გზების რეაბილიტაცია;
ე) გარე განათება;
ვ) სანიაღვრე ქსელის აღდგენა-მშენებლობა;
ზ) კანალიზაციის აღდგენა-მშენებლობა;
თ) ხიდების, ბოგირების, ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა - მშენებლობა;
ი) წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-მშენებლობა.
2. ქალაქ ფოთის მერიას - 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
გ) წყალსადენის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
დ) შენობა-ნაგებობების სახურავებისა და წყალსადინარი მილების რეაბილიტაცია;
ე) სპორტული მოედნების მოწყობისა და გარე განათების სამუშაოები.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) შიდა გზების სარეაბილიტაცო სამუშაოები;
გ) წყალსადენის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
დ) შენობა-ნაგებობების სახურავებისა და წყალსადინარი მილების რეაბილიტაცია;
ე) სპორტული მოედნების მოწყობისა და გარე განათების სამუშაოები.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ს გამგეობას – 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) გარე განათების სამუშაოები;
გ) წყალსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელის რემონტი;
დ) საცხოვრებელი კორპუსების საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება;
ე) გადახურვის სამუშაოები, ხიდებისა და ბოგირების სარემონტო სამუშაოები;
ვ) ნიაღვარსაწინააღმდეგო ღონისძიების ჩატარება;
ზ) სპორტული მოედნების მოწყობა.
5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) ხიდების მშენებლობა-შეკეთება;
გ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
დ) ბინების გადახურვისა და საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 800 000 (რვაასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა;
ბ) გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
გ) წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) კეთილმოწყობა და გარე განათება.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა;
გ) შენობების გადახურვა;
დ) წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ე) სტადიონის მშენებლობა.
8. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) დამეწყრილი ღელეების განტვირთვისა და ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობის სამუშაოები;
ბ) ხიდებისა და ბოგირების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
გ) საბავშვო ბაღის რემონტი, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა;
დ) სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-მშენებლობა;
ე) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დანართი №6
ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 14 000 000 (თოთხმეტი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. ქალაქ რუსთავის მერიას – 4 600 000 (ოთხი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. რუსთავის დავით გარეჯის ქუჩის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე (ასფალტის საფარის დაგება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია);
ბ) რკინიგზის ხიდის რეაბილიტაცია;
გ) ქ. რუსთავის მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია სასტუმროს მოედნიდან ფალიაშვილის ქუჩამდე (ასფალტის საფარის დაგება, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია);
დ) ქ. რუსთავის მე-14 მიკრორაიონის შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაცია;
ე) ქ. რუსთავის მე-16 მიკრორაიონის გზის რეაბილიტაცია (შიდა კვარტალური გზა, მე-16 მიკრორაიონიდან დ. აღმაშენებლის ქუჩასთან მიერთება);
ვ) ქ. რუსთავის მე-8 მიკრორაიონის შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია;
ზ) ქ. რუსთავის მე-17 მიკრორაიონის სკვერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
თ) ქ. რუსთავის მე-12 მიკრორაიონიდან ლეონიძის ქუჩაზე ამოსავლელი გზის რეაბილიტაცია;
ი) ქ. რუსთავის ლეონიძის ქუჩისა და მე-17 მიკრორაიონის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. გარდაბნის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ბ) სოფ. სართიჭალაში წყალსადენის გაყვანა.
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. მარნეულის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობისა და წყალსადენის მაგისტრალის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
ბ) ქ. მარნეულის რუსთაველისა და ჟორდანიას ქუჩების (რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის ქვეშ) რეაბილიტაცია და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთება;
გ) ქ. მარნეულის ნარიმანოვის ქუჩაზე ჭებისა და კოლექტორების გაწმენდის, ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების, სასმელი წყლის სისტემების შეცვლა და ტროტუარების რეაბილიტაცია.
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად:
– ქ. ბოლნისის წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის აღდგენა.
5. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფ. ტნუსის გაზიფიცირება;
ბ) სოფლების: დიდი დმანისის, ვარდისუბნის, ბოსლების, განთიადისა და ჯავახის დარჩენილი უბნების გაზიფიცირება;
გ) ქ. დმანისის ქუჩების: დადიანის, ჭავჭავაძის, გაბაშვილის, ვახტანგ მეფის, მათი განშტოებებისა და დასახლების გაზიფიცირება;
დ) ქ. დმანისის მრავალსართულიანი ბინების სახურავების მოწყობა (5 კორპუსის) და რემონტი (2 კორპუსის);
ვ) სოფ. გომარეთის სასმელი წყლის ავზებისა და შიდა სისტემის სარემონტო სამუშაოები;
ზ) დიდი დმანისის ტერიტორიულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
თ) ორი ავტობუსის შეძენა ირგინჩაისა და კიროვისის ტერიტორიული ერთეულებისათვის;
ი) ქ. დმანისის 9 აპრილის ქუჩისა და მისი ორი განშტოების ორმული შეკეთება;
კ) სოფ. ჯავახის მისასვლელი გზის რემონტი ჯებირების მოწყობით.
6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფ. მენკალისის წყალმომარაგების სისტემის აღდგენა;
ბ) ქ. თეთრიწყაროში კოსტავას ქუჩის მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენა;
გ) ქ. თეთრიწყაროში კოსტავას ქუჩის მოასფალტება;
დ) დაბა მანგლისში გორგასლის, წერეთლისა და 9 აპრილის ქუჩების მოასფალტება;
ე) სოფ. ერტისისა და ვაშლოვანის წყალსადენის მშენებლობა;
ვ) სოფ. ასურეთის შიდა წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია;
ზ) სოფ. გოლთეთში მინი სტადიონის მშენებლობა.
7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. წალკის წყალსადენის რეაბილიტაცია, დაწესებულებების გაზიფიცირება, საავადმყოფოსა და პოლიციის შენობის გათბობის სისტემის მოწყობა, გარე განათების რეაბილიტაცია;
ბ) სოფ. გუნია-კალას რიტუალების სახლის შეკეთება;
გ) სოფ. თიაქ-ქილისას ახალგაზრდული ცენტრის შეკეთება;
დ) სოფ. ედი-ქილისას სპორტული მოედნის მოწყობა;
ე) სოფ. ნარდევანის ხიდის მშენებლობა;
ვ) სოფ. კიზილ-ქილისას საბავშვო ბაღის მშენებლობა;
ზ) სოფ. აშკალას სპორტული დარბაზის შეკეთება;
თ) სოფ. გუმბათის სპორტული დარბაზის შეკეთება;
ი) სოფ. ხაჩკოვის სამედიცინო პუნქტის მშენებლობა;
კ) სოფ. ჩივთ-ქილისას რიტუალების სახლის შეკეთება;
ლ) სოფ. კაბურის ხიდის შეკეთება;
მ) სოფ. რეხას სპორტული მოედნის მშენებლობა;
ნ) სოფ. დარაქოვის ახალგაზრდული ცენტრის შენობის რემონტი;
ო) სოფლების: ბექთაშენი, ახალიკი, არსარვანი, ოლიანკი, ჯინისი, ბაშქოი, აიაზმას, კუში, ოზნი, თრიალეთი, ბედიანი, დაშბაში, წინწყარო - წყალსადენის რეაბილიტაცია.
პ) სოფ. ავრანლოს სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა;
ჟ) სოფ. რეხას გზის შეკეთება.
დანართი №7
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 7 249 600 (შვიდი მილიონ ორას ორმოცდაცხრა ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 235 000 (სამი მილიონ ორას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა-გაწმენდა;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის გზებისა და ქუჩების რეაბილიტაცია;
გ) გაზიფიცირება;
დ) ქალაქის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;
ე) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
ვ) მუნიციპალიტეტის სოფლებში ავტოტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა;
ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
თ) სპორტული მოედნების მშენებლობა.
2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 368 400 (ერთი მილიონ სამას სამოცდარვა ათას ოთხასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) კავთისხევი – სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;
ბ) გუდალეთის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;
გ) გურამიშვილის ქუჩა 3 000-ტონიანი შემკრები ავზიდან გამომავალი 600-მეტრიანი ამორტიზებული მაგისტრალის რეაბილიტაცია;
დ) გომის სათავე ნაგებობის შემოღობვა და სანიტარიული ნორმების დაცვის ღონისძიებები;
ე) ვარჯაანის დასახლების სასმელი წყალი – თევდორესა და ვარძიის ქუჩის სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა;
ვ) გორის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა;
ზ) პაატას ქუჩის ორმული შეკეთება;
თ) გურამიშვილის ქუჩის მოასფალტება;
ი) ხოკრიშვილის ქუჩისა და №2 საჯარო სკოლის მისასვლელი გზის მოასფალტება;
კ) თავისუფლების ქუჩის მოასფალტება;
ლ) ერეკლეს ქუჩის მოასფალტება;
მ) ნინოშვილის ქუჩის და №1 საჯარო სკოლის საყრდენი კედლის მოწყობა;
ნ) ქალაქის შიდა გზების ორმული შეკეთება;
ო) სარწყავი წყალი ;
პ) სოფლის გზების მოხრეშვა და ორმული შეკეთება;
ჟ) ქ. კასპში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავების შეკეთება;
რ) ქ. კასპში 15 ქუჩის გარე განათების რეაბილიტაცია;
ს) მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 792 600 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) რუის-ურბნისის დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია-აღდგენა;
ბ) ქარელის რაიონის სოფ. ახალსოფლის ხიდის შეკეთება;
გ) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი ბინების სახურავების შეკეთება;
დ) შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 853 600 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ხაშურში შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება;
ბ) ქ. ხაშურის გზებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების აღდგენა-რეაბილიტაცია (მოხრეშვა);
გ) დაბა სურამში, სოფ. იჯნისსა და ბრილში ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია;
დ) ქ. ხაშურში ახალი საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა;
ე) ქ. ხაშურში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია;
ვ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გაზსადენი სისტემის მშენებლობა;
ზ) ქ. ხაშურში, დაბა სურამსა და სოფ. ოსიაურში მდ. სურამულას კალაპოტის გაწმენდა;
თ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში გამავალი მდ. სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ი) ქ. ხაშურში სანიაღვრე არხის მოწყობა;
კ) სოფ. შავანისუბნისა და ტეზრის წყალმომარაგების სამუშაოები;
ლ) ქ. ხაშურში ღამის განათების სისტემის მოწყობა;
მ) ქ. ხაშურსა და დაბა სურამში ხელოვნურსაფარიანი 3 (სამი) სპორტული მოედნის მოწყობა;
ნ) ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობა.