,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №91

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ტერიტორიული ერთეულების ბიჯეტებისათვის საქარ­თვე­­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66  განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) გამოყოს 23 500 000 (ოცდასამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები­სათვის:”.

2. განკარგულების პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტე­ბისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი №5 დანართის შესაბამისად;”.

3. განკარგულების №1 დანართის მე-3 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3) ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 270 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარი გაზიფიცი­რებისა და შიდა გზების შეკეთებისათვის, მდინარე ენგურზე მდებარე სოფლების შამგონისა და თაგილონის დამაკავში­რებელი საცალფეხო ხიდის აღდგენისათვის.”.

4. განკარგულების №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

     თანხა სულ – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი

1) თელავის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 550 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. თელავის სასმელი წყლის შიდა ქსელისა და წყალმოსამარაგებელი აუზის რეაბილიტაცია;

ბ) ქ. თელავში რობაქიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, მოასფალტება;

გ)  ქ. თელავში ტურიზმის ცენტრის მოწყობა;

დ)  თელავის რაიონის სოფლების გაზიფიცირება.

2) ახმეტის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა)  ომალო-შენაქოს ხიდის მშენებლობა;

ბ) მდინარე ილტოს ხეობაში სოფელ ნადუქნარის ხიდის მშენებლობა.

3) სიღნაღის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 449 000 (ოთხას ორმოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) ქ. სიღნაღის თამარისა და გორგასლის ქუჩების შეკეთება;

ბ) ქ. სიღნაღის სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

გ)  ქ. სიღნაღის თეატრის კაპიტალური შეკეთება, რეკონ­სტრუქცია;

დ) ქ. სიღნაღის ცენტრალური ქუჩებისა და შენობების განათება;

ე) სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის რეაბილი­ტაცია.

4) ლაგოდეხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი ჭიაურის ტყის რეაბილი­ტაციისათვის.

5) დედოფლისწყაროს რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 152 000 (ას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი ქ. დედოფლის­წყაროს გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის.

6) ყვარლის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი სოფლების _ გრემის, ენისელის, საბუის, ალმატის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტა­ციისათვის, წყალშემკრები დრენაჟისა და სათავე ნაგებობის მოწყობისათვის.

7) გურჯაანის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი ქ. გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის.”.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი