„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №346
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის№66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში და № 1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 1
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები:
თანხა სულ – 3.000.000 ლარი.
1. აბაშის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი გაზიფიცირების, შენობების ფასადთა რეაბილიტაციისა და გარე განათებისათვის.
2. სენაკის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 870 000 (რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი გაზიფიცირებისა და შიდა გზების შეკეთებისათვის.
3. ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 1 270 000 (ერთი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარი გაზიფიცირებისა და შიდა გზების შეკეთებისათვის.
4. წალენჯიხის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის, შენობების ფასადთა რეაბილიტაციისა და გარე განათებისათვის.
5. ჩხოროწყუს რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის, შენობების ფასადთა რეაბილიტაციისა და გარე განათებისათვის.
6. მარტვილის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 405 000 (ოთხას ხუთი ათასი) ლარი წყალსადენის რეაბილიტაციის, კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის, შენობების ფასადთა რეაბილიტაციისა და გარე განათებისათვის.
7. მესტიის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი