„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №331
2006 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს 33 063 993 (ოცდაცამეტი მილიონ სამოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარი შემდეგი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის:”.
2. განკარგულების პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, №7 დანართის შესაბამისად.”.
3. განკარგულების №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი № 7
შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი
პროექტები
თანხა სულ – 4 500 000 ლარი
გორის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 4 500 000 ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
1. ქ. გორში არსებული გზების რეაბილიტაციისათვის
1 440 000 ლარი, კერძოდ: დავით აღმაშენებლის გამზირი, სამგორის, წერეთლის, ყაზბეგის, ალ. ჯავახიშვილის, გარსევანიშვილის, ყიფიანის, ლომოურის, მ. ჯავახიშვილის ქუჩები და ასევე ცხინვალის გზატკეცილზე არსებული ტროტუარის ასფალტის საფარით მოპირკეთება;
2. ზეღდულეთის საკრებულოს ტერიტორიაზე ზეღდულეთი-ბერშუეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 290 000 ლარი;
3. შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 350 000 ლარი;
4. ატენის საკრებულოს ტერიტორიაზე გორი-ატენის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 390 000 ლარი;
5. ტყვიავის საკრებულოს ტერიტორიაზე, ფლავი-ფლავისმანის საავტომობილო გზის მონაკვეთი – 590 000 ლარი;
6. შინდისის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირება – 930 000 ლარი;
7. ნიქოზის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირება – 200 000 ლარი;
8. ვარიანის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სოფლების გაზიფიცირება – 310 000 ლარი.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2006.
- როდის იქნა მიღებული „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.07.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №331. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №331, 04.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2053655/