„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1450
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1450

2012 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი­ნის­ტ­როს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 18 ივნისის #1167 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ა) „სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2012 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 1 050 000 (ერთი მილიონ ორ­მოცდაათი ათასი) ლარი;“;

 ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის“ ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაო­ე­ბი­­სათვის (ქარელის მუნიციპალიტეტში საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად) – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.“;

გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინი­სტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარ­გ­ლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისა და ამავე პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებული „სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილი­ტა­ციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის“ ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის (ქარელის მუნიციპალიტეტში საჭიდაო დარბაზის მოსაწყობად) შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ციე­ლოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“.

 

პრემიერ -მინისტრი                                ივანე მერაბიშვილი