„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1071
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63 -ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №457 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ქალაქებში (ქ. თელავი და ქ. ყვარელი) არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის მიზნით დროებით განსახლებას დაქვემდებარებული პირების გაყვანის პროცესისათვის აუცილებელი ერთჯერადი ხარჯების და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირებისათვის სამშენებლო -სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით გამოწვეული ასანაზღაურებელი ზიანის დაფინანსება, მსოფლიო ბანკის განსახლების პოლიტიკისა და რეგიონული განვითარების პროექტის განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად მომზადებული განსახლების სამოქმედო გეგმის (RAP)და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში წარდგენილი სიების საფუძველზე;“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური