„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის№1167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1404
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის№1167 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელიღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1167 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისშესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან 2500000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს:
ა) „სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის“ფარგლებში 2012 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის– 1350000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ)„ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ფარგლებში 2012 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის– 1 000 000(ერთიმილიონი) ლარი;
გ) სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის– 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101მუხლის მე-3პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისათვის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
ბ) სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისათვი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი