„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №741 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1382
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1382

2012 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №741 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტუ­რიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №741 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სესხი გაი­ცემა 6 წლის ვადით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სესხის ძი­რითადი თანხისა და პროცენტის გადახდა განხორციელდეს დროის შემდეგ შუა­ლედებში – ამ განკარგულების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სესხის გა­დახ­დის დაწყების დროიდან 2012 წლის 6 ივლისამდე; 2013 წლის 1 ივ­ლისიდან 1 ოქტომბრამდე და 2014 წლის 1 ივლისიდან სესხის გადახდის ვა­­დის ამოწურვამდე, ყოველთვიურად; ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა განხორციელდეს ამ განკარგულების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სესხის გადახდის დაწ­ყების დროიდან სესხის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვამდე, ყოველ­თვი­ურად.“;

გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 2012 წლის 6 ივლისიდან დროის იმ შუალედებში დარიცხული პროცენტი, როდესაც ამ განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა არ ხორციელდება, გადახდილ იქნეს სესხის გა­დახ­დის დარჩენილ პერიოდზე განაწილებით სესხის ხანგრძლივობის ვა­დის ამო­წურ­ვამდე.“.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნი­ცი­პალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეიტანოს ცვლილებები სესხების ბენეფიცია­რებ­თან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებსა და სესხის დაფარვის გრაფი­კებში.

3. განკარგულების პირობების შესაბამისად სესხის ხელშეკრულებასა და სესხის დაფარვის გრაფიკში განსახორციელებელ ცვლილებებზე სესხის ბენეფიციარის მხრიდან უარის შემთხვევაში ძალაში დარჩეს ამ განკარგუ­ლების ამოქმედებამდე ბენეფიციართან გაფორმებული სესხის ხელშეკ­რუ­ლება და სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

პრემიერ-მინისტრი                                         ივანე მერაბიშვილი