„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1385
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 16/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385

2012 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგ­ლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №129 გან­კარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გა­თვალისწინებული სესხების შემთხვევაში სესხი გაიცემა 7 წლის ვადით, „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში – 6 წლის ვადით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 5 წლის ვადით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხების შემთხვევაში დაიწყება 1 წლის გასვლის შემდეგ, ყველა და­ნარჩენ შემთხვევაში – 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, პირველი პუნ­ქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხების შემთხვევაში პირველი 1 წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მო­ხ­­დება 13 – 24 თვეებზე განაწილებით, „ბ“ ქვეპუნქტით გა­თვალისწინე­ბუ­ლი სესხის შემთ­ხვევაში პირველი 2 წლის განმავლობაში დარიცხული პრო­ცენ­ტის გადახდა მოხდება 25 – 36 თვეებზე განაწილებით, „ს“ ქვეპუნქ­ტით გა­თ­ვალისწინებუ­ლი სესხის შემთხვევაში პირველი 2 წლის განმავლობაში და­რიცხული პრო­ცენტის გადახდა მოხდება 25 – 84 თვეებზე განაწილებით, „ი“ ქვეპუნქტით გა­თვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი 2 წლის გა­ნმავლობაში და­რიცხული პროცენტის გადახდა მოხდება სესხის გადახ­დის მთლიან პე­რიოდზე განაწილებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 25 – 60 თვე­ებზე გა­ნაწილებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული სესხის შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გა­დახდა განხორციელდეს დროის შემდეგ შუალედებში – ამ განკარგუ­ლე­ბის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სესხის გადახდის დაწყების დროი­დან – 2012 წლის 6 ივლისამდე; 2013 წლის 1 ივლისიდან – 1 ოქტომბრამდე და 2014 წლის 1 ივლისიდან სესხის გადახდის ვადის ამოწურვამდე – ყო­ვე­ლ­თვიურად. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სესხის ძირითადი თან­ხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.“;

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებულ შემთხვევაში 2012 წლის 6 ივლისიდან დროის იმ შუალედებში დარიცხული პროცენტი, როდესაც ამ განკარგულების მე-6 პუნქტის შესა­ბამისად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა არ ხორციელ­დება, გადახდილ იქნეს სესხის გადახდის დარჩენილ პერიოდზე განაწი­ლე­ბით სესხის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვამდე.“.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიცი­პა­­ლური განვითარების ფონდმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეიტანოს ცვლილებები სესხების ბენეფი­ცია­რებ­თან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებსა და სესხის დაფარვის გრა­ფიკებში.

3. ამ განკარგულების პირობების შესაბამისად სესხის ხელშეკრუ­ლე­ბა­სა და სესხის დაფარვის გრაფიკში განსახორციელებელ ცვლილებებზე სეს­ხის ბენეფიციარის მხრიდან უარის შემთხვევაში ძალაში დარჩეს ამ გან­კარ­გულების ამოქმედებამდე ბენეფიციართან გაფორმებული სესხის ხელ­შეკ­რულება და სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ივანე მერაბიშვილი