„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№571
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №571

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 სექტემბრის №560 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) შპს „გრუზვინპრომს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 289 290) 3 250 000 (სამი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 7 წლის ვადით, სესხის სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;“;

ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა შეწყდეს 2012 წლის 31 მარტიდან და გაგრძელდეს 2013 წლის 15 ივნისიდან.

32. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 2012 წლის 31 მარტიდან 2013 წლის 15 ივნისამდე პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს სესხის გადახდის დარჩენილ პერიოდზე განაწილებით.“;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეიტანოს ცვლილებები სესხის ხელშეკრულებასა და სესხის დაფარვის გრაფიკში.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური