„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №755 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1381
2012 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №755 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 19 ნოემბრის №755 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სესხი გაიცემა 6 წლის ვადით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა განხორციელდეს დროის შემდეგ შუალედებში – ამ განკარგულების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სესხის გადახდის დაწყების დროიდან 2012 წლის 6 ივლისამდე; 2013 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე და 2014 წლის 1 ივლისიდან სესხის გადახდის ვადის ამოწურვამდე, ყოველთვიურად; ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა განხორციელდეს ამ განკარგულების მე-5 პუნქტით განსაზღვრული სესხის გადახდის დაწყების დროიდან სესხის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვამდე, ყოველთვიურად.“;
გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 2012 წლის 6 ივლისიდან დროის იმ შუალედებში დარიცხული პროცენტი, როდესაც ამ განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა არ ხორციელდება, გადახდილ იქნეს სესხის გადახდის დარჩენილ პერიოდზე განაწილებით სესხის ხანგრძლივობის ვადის ამოწურვამდე.“.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეიტანოს ცვლილებები სესხების ბენეფიციარებთან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებსა და სესხის დაფარვის გრაფიკებში.
3. განკარგულების პირობების შესაბამისად სესხის ხელშეკრულებასა და სესხის დაფარვის გრაფიკში განსახორციელებელ ცვლილებებზე სესხის ბენეფიციარის მხრიდან უარის შემთხვევაში ძალაში დარჩეს ამ განკარგულების ამოქმედებამდე ბენეფიციართან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი