ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 17/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №57

2005 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ

არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების მიზნით:

1. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება განხორციელდეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქარ-თველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან შეთანხმებით.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა (გ. ხაინდრავა):

ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წინასწარი ინფორმირება (გადაზიდვამდე არა უგვიანეს 24 საათისა) რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის, ოდენობისა და შემადგენლობის შესახებ, რაც ასევე მითითებულ ი უნდა იქნეს ტვირთის თანმხლებ საბუთებში (სასაქონლო ზედნადები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანხმობა);

ბ) დადგენილი წესი აცნობოს შერეულ საკონტროლო კომისიაში წარმოდგენილ მხარეებს, შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობასა და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს;

გ) შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის წინაშე დააყენოს საკითხი ჰუმანიტარული ტვირთისა და მისი თანმხლები პირების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტირების თაობაზე;

დ) შერეული საკონტროლო კომისიის წინაშე დასვას საკითხი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განსახილველად სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზების თაობაზე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) და შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი):

ა) შიდა ქართლის სამხარეო სტრუქტურების მეშვეობით უზრუნველყონ ჰუმანიტარული ტვირთის ხელყოფისაგან დაცვა;

ბ) გაამკაცრონ კონტროლი და აღკვეთონ ნებისმიერი პირის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის (კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საიმპორტო საქონლის) გადაზიდვა, თუ ეს არ არის შეთანხმებული ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული წესით;

გ) მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჰუმანიტარული ტვირთების გადაადგილებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ დროებით კონტროლირებადი ოსური სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობისათვის;

დ) მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჰუმანიტარული ტვირთის (კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საიმპორტო საქონლის) იმ გადამზიდავ პირთა (განურჩევლად ეროვნებისა) გადაადგილებას, რომლებიც არ არღვევენ კანონმდებლობით დადგენილ წესს;

ე) უზრუნველყონ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების სამუშაო ჯგუფში თავიანთი რეგიონალური დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობა.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან ერთად უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობის ხელშეწყობისათვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.03.2005.
როდის იქნა მიღებული „ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ“?
„ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 17.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №57. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.03.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცხინვალის რეგიონის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მოწესრიგების შესახებ“, №57, 17.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2057918/