ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავის აღნიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№147
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 27/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №147

2007 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავის აღნიშვნის შესახებ

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით:

1. აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართოს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 2007 წლის აპრილსა და მაისში.

2. შეიქმნას აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავის  იუბილეს მომწყობი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე

ალექსანდრე ლომაია

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საიუბილეო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მალხაზ აქიშბაია

-

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ალექსანდრე აპლაკოვი

-

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი

რამაზ ბოჭორიშვილი

-

 ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი გაბაშვილი

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

თამაზ გამყრელიძე

-

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი

ზაზა გოროზია

-

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

ნოდარ გრიგალაშვილი

-

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე

ალექსანდრე დიდებულიძე

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი

ფრიდონ თოდუა

-

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ჯუმბერ ლომინაძე

-

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

პეტრე მამრაძე

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

გიგი უგულავა

-

ქალაქ თბილისის მერი

გურამ ხარატიშვილი

-

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

გიორგი ხუბუა

-

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

გიორგი ჯაიანი

-

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ნათია ჯოხაძე

-

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებათა მოსაწყობად.

4. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (მ. აქიშბაია) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ზ. გოროზია) კოორდინაცია გაუწიონ აკადემიკოს ილია ვეკუას საიუბილეო ღონისძიებათა გამართვას ზუგდიდსა და ზემო აფხაზეთში.

5. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას (გ. უგულავა) უზრუნველყოს აკადემიკოს ილია ვეკუას საფლავისა და ბიუსტის კეთილმოწყობა მთაწმინდის პანთეონში.

6. ეთხოვოს საინფორმაციო საშუალებებს გააშუქონ აკადემიკოს ილია ვეკუას საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადება და მიმდინარეობა.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ზ. ნოღაიდელი