ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №239
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა შესახებ
1. ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენ-ლობით:
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
აბბა ალავერდელი – საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, ალავერდის მიტროპოლიტი
ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ ზურიაშვილი – ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი
თამარ კინწურაშვილი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დავით მაღრაძე – პოეტი
ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთია-ნეთის მხარეში
მეუფე დავითი (მახარაძე)
კახა მელაძე – მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ვახტანგ ყიფშიძე – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ტარიელ ჭანტურია –პოეტი.
2. კომისიამ მოამზადოს და საქართველოს მთავრობას ორ თვეში წარმოუდგინოს ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა პროგრამა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი