ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №649
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ
1. გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებლის აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით:
ა) აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართოს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 2008 წლის აპრილსა და მაისში;
ბ) შეიქმნას აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს მომწყობი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე
რამაზ ბოჭორიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოციირებული პროფესორი
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი
ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი
გიგი თევზაძე – თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორი
ფრიდონ თოდუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საიუბილეო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
პეტრე მამრაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
გიგი უგულავა – ქალაქ თბილისის მერი
გურამ ხარატიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
გიორგი ხარაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
გიორგი ხაჩიძე – სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთში
გიორგი ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
გიორგი ჯავახიშვილი – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი
ნათია ჯოხაძე – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა მოსაწყობად;
დ) ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას (გ. უგულავა) უზრუნველყოს აკადემიკოს ევგენი ხარაძის საფლავის კეთილმოწყობა დიდუბის პანთეონში;
ე) ეთხოვოთ საინფორმაციო საშუალებებს გააშუქონ აკადემიკოს ევგენი ხარაძის საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადება და მიმდინარეობა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი