„ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის №649 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№514
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№514

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის № 649 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლის­თავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ“საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 7 ნოემბრის №649 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთა­ვისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართოს თბი­ლისსა და საქართველოს რეგიონებში 2008 წლის ნოემ­ბერსა და დეკემბერში;”;

ბ) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ბ) შეიქმნას აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს ხელშემწყობი კომისია შემდეგი შემად­გენ­­ლობით:

ვლადიმერ გურგენიძე -საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  კომისიის თავმჯდო­მარე

კახა ბენდუქიძე -საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსი

რამაზ ბოჭორიშვილი -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი გაბაშვილი -საქართველოს პარლამენტის გა­ნათ­ლების, მეცნიერების, კულტუ­რისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდო­მარე

თამაზ გამყრელიძე -საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკა­დე­მიის პრეზიდენტი, აკა­დე­მიკოსი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი -საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

გიგი თევზაძე -თბილისის ილია ჭავჭავაძის სა­ხელ­მწიფო უნი­ვერსიტეტის რექტო­რი

ფრიდონ თოდუა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადე­მიის აკადემიკოსი

ჯუმბერ ლომინაძე -საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადე­მიის აკადემიკოსი

  ოთარ ნათიშვილი -საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადე­მიის აკადემიკოსი

გიორგი ნოდია -საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების მინისტრი, საიუბი­ლეო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიგი უგულავა -ქალაქ თბილისის მერი

ალექსი ჩიკვაიძე -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი

გიორგი ხარაძე -საქართველოს მეცნიერებათა აკადე­მიის აკადემიკოსი

გურამ ხარატიშვილი -საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადე­მიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

გიორგი ხაჩიძე -სა­ხელ­მწიფო რწმუნებული – გუ­ბერ­ნატო­რი სამცხე-ჯავა­ხეთში

გიორგი ხუბუა -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის რექტორი, პროფესორი

გიორგი ჯავახიშვილი -ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის ფიზიკისა და მათემა­ტი­კის ფაკულტეტთან არსებული ევგე­ნი ხარაძის ეროვნული ასტრო­ფიზი­კური ობ­სერვატორიის დირექ­ტორი

ნათია ჯოხაძე -  სსიპ _ საქართველოს ეროვნული სამეცნიე­რო ფონდის დირექ­ტო­რი.“;

გ) „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრომ (გ. ნოდია), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშაოს კონკრე­ტული წინადადე­ბები აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთა­ვი­სადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა მოსაწყობად;“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე