„ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№813
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №813

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის  ღირებულების ანაზღაურების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. „ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის  ღირებულების ანაზ­ღაუ­რების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექ­ტემბრის №499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო)  2007 წლის 15 ოქ­ტომბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო საქართველოს ენერგე­ტიკის სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრიდან 15 მაისამდე და 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდებში უზრუნველყონ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში)  მცხოვ­რები მოსახ­ლე­­ო­ბის (აბო­ნენტების) მიერ ყოველ კალენდარულ თვეში თითო­ეული აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენო­ბიდან არა უმეტეს 700 კუბ.მ ღირებულების ანაზღაურება, ამას­თან, ოქტომბერსა და მაისში ანაზღაურდება თითოეული აბო­ნენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ოდენობიდან არა უმეტეს 350 კუბ.მ ბუნებრივი აირის საფასური.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ქვე­პუნქტი:

„გ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში გაითვალისწინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში)   მცხოვრები მოსა­ხ­ლეო­­ბისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებელი თან­ხა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (რაიონში) მცხოვრები „სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“რეგისტრი­რებულ ოჯა­ხებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვე­ნე­ბელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქუ­ლაზე, 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე დახმა­რების სახით ოქტომბრის თვეში აუნაზღაუროს 350 კუბ.მ ბუნებ­რივი აირის საფასური, ხოლო ნოემბრის თვეში – 700 კუბ.მ ბუნებრივი აირის საფასური;

ბ) 2007 წლის პირველი დეკემბრიდან 2007 წლის 31 დე­კემბრამდე პერიოდში მოხმარებულ ბუნებრივ აირზე განკარ­გულებით გათ­ვა­ლისწინებული შეღავათების ანაზღაურება უზ­რუნ­­ველყოს პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული მოსახლე­ო­ბისათვის, შპს „ქართლიგაზისათვის“სათანადო თანხის გადა­რიცხვით, მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.“;

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“პუნქ­ტი:

„31. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს შპს „ქართლიგაზთან“სათანადო ხელშეკრულე­ბების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძ­ველ­ზე;

ბ) 2008 წლის მაისის თვეში უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულებით მისთვის გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მთავრობისათვის წარ­მოდ­გენა.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე