„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №544
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქულაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო) 2007 წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე, აგრეთვე 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ყოველ კალენდარულ თვეში აუნაზღაუროს 700 კუბ. მ ბუნებრივი აირის საფასური. ამასთან, ოქტომბრისა და მაისის თვეებში ანაზღაურდება 350 კუბ. მ ბუნებრივი აირის საფასური.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის გადასაცემად გამოყოს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე საჭირო ხარჯების დასაფარავად.”;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (ლ. ფერაძე):
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი არის ან ნაკლებია 100.000 ქულაზე;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადების ანალოგიურად; ამასთან, 2007 წლის 15 ოქტომბრიდან ბუნებრივი აირის საფასური აუნაზღაუროს იმ ოჯახებს, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 ივლისამდე;
გ) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის გაცემა უზრუნველყოს ოჯახის იმ წევრზე, რომელზეც გაიცემა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი რომელიმე სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება ან იმ წევრზე, რომელიც მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელია.“;
დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“პუნქტი:
„41 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.”;
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა (ტ. ხულელიძე) ფულადი კომპენსაციის გაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში, გადარიცხვამდე 5 კალენდარული დღით ადრე სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიაწოდოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახების დამოწმებული სია.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი