„ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №564
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დაემატოს მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:
„3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი):
ა) ერედვი-ხეითის 4-6 კმ მონაკვეთზე (ცხინვალის შემოვლითი გზა) რთული კლიმატური პირობების დროს ავტოტრანსპორტის განვლადობისა და აღნიშნული მონაკვეთის საექსპლუატაციო პირობების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოს ახალი მიმართულებით გზის გაყვანა წვერიახოს უღელტეხილის გვერდის ავლით, რაც უნდა განხორციელდეს გრძივი ქანობების შემცირებით – არსებულ პროექტში შესაბამისი კორექტივების შეტანის გზით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა გადაუდებლად და დროულად შესრულების მიზნით პარალელურ რეჟიმში განახორციელოს დაპროექტება და რეაბილიტაცია, ხოლო აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსება განახორციელოს მიმდინარე წლის ბიუჯეტით საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყონ ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული ხე-ტყის მოჭრასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გაითვალისწინონ ხე-ტყის საჭიროება აღნიშნული გზის ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობად.
5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა უმოკლეს დროში შესრულებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი