„ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №80

2008  წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომო­ბილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახა­ლი რედაქციით:

„1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ნიქოზი-ავნევის შვიდკილომეტრიანი საავტომობილო გზის მოწყობა და მისი მოხრეშვა, აგრეთვე იმავე წელს განახორციელოს ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) ათკილომეტრიანი მონაკვეთის საავტომო­ბილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერებისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის ერედვი-ხეითის 4-6 კმ მონაკვეთზე (ცხინვალის შემოვლითი გზა) წვერიახოს უღელ­ტეხილის გვერდის ავლით ახალი მიმართულებით გზის გაყ­ვანის სამუშაოების დაწყება, რომელთა დამთავრების ვადად განისაზღვროს 2008 წელი.“;

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება შესაბამისად განხორციელდეს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“და „საქართვე­ლოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქარ­თველოს კა­ნო­ნების საფუძველზე ზემოაღნიშნული სამუშა­ოების შეს­რუ­ლების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარ­ტა­მენტისათვის გათვალისწინე­ბული ასიგნებე­ბი­დან.“;

გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე