ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№499
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 14/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №499

2007 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მარეობის მაჩვენებელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქულაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სო­ციალური სუბსიდიების სააგენტო) ყო­ველ­­თვიურად აუნაზღაუროს 700 კუბ. მ ბუნებრივი აირის საფასური 2007 წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 მაი­სამდე.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართ­ველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართ­ველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – სოციალური სუბსიდიების საა­გენტოსათვის გადასაცემად გამოყოს 542 000 (ხუთას ორმოცდაორი ათასი) ლარი 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემ­ბრამდე საჭირო ხარჯების დასაფარავად.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის ასიგნებათა ფარგლებში გაითვალისწინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებელი თანხა.

4. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (ლ. ფერაძე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს ინ­ფორმაცია სოციალუ­რად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგის­ტრირებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯა­ხების შესახებ, რომელ­თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეო­ბის მაჩვენებელი შეად­გენს ან ნაკლებია 100.000 ქულაზე.

5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა (ტ. ხულელიძე) ფულადი კომ­პენსაციის გადარიცხვამდე 5 კალენდარული დღით ადრე სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიაწოდოს 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 15 მაისამდე პერიოდში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახების დამოწმებული სია.

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. მაღლაფერიძემ.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი