ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№774
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №774

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ

ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური):

ა) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­ქართ­ველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკრედიტო რესურსად გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების“– დასაფინანსებლად;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, შეიტანოს შესაბამისი ცვლილე­ბები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:

ა) სესხის მიმღები კომპანიების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით და მათთვის საკრედიტო რე­სურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სესხის მიმღებ კომპანიებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება.

3. სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 6 (ექვსი)­ თვე სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღი­დან.

4. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს 3 (სამი) პროცენტის ოდენობით.

5. სესხის მიმღებმა კომპანიებმა სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დადგე­ნილ ვადებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად სასესხო ხელშეკრულების ხელმოწე­რის დღიდან ორი კვირის ვადაში წარუდგინონ საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო საბანკო გარან­ტია ან დააგირაონ და იპოთეკით დატვირთონ შესაბამისი ღირე­ბულების ქონება.

6. გამოყოფილი სესხის მიზნობრივი გამოყენების კო­ნტროლი განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტრომ. სესხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სესხის მიმღებ კომპანიებს დაეკისროთ პირგა­სამტეხლო არამიზნობრივად გამოყენებული თანხის 25 პრო­­ცენტის ოდენობით.

7. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილა­ურმა და  სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარი­შვილმა.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                 გ. ბარამიძე