სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №18
2009 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის განსაზღვრული სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულებები შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან:
„მტკვარი-მ“ – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
„სიონი-მ“ – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი;
„ალაზანი-მ“ – 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარი;
„კოლხეთი-მ“ – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვროს ორი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, სესხის სარგებლად – წლიური ერთპროცენტიანი განაკვეთი;
გ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი