საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 28/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №81

2005 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 2005 წლის 28 თებერვლის მეხუთე სხდომის გადაწყვეტილებათა შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 2005 წლის 28 თებერვლის მეხუთე სხდომის გადაწყვეტილებათა შესრულების თანდართული პროგრამა.

2. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით უზრუნველყონ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა დროული გადაწყვეტა და შესრულებული სამუშაოს შესახებ კომისიის სამდივნოს ინფორმირება.

3. საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 2005 წლის 28 თებერვლის მეხუთე სხდომის გადაწყვეტილებათა შესრულების პროგრამის განხორციელებას კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა კვარტალში ერთხელ უზრუნველყოს კომისიის საქართველოს მხარის სხდომის გამართვა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ პროგრამით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტის მონიტორინგის მიზნით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი