ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №835
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების უზრუნველსაყოფად 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურ „მეჯვრისხევთან” დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) მისთვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს 59 209 (ორმოცდაცხრამეტი ათას ორას ცხრა) ლარის გამოყოფა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგებისათვის 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურ „მეჯვრისხევიდან” 3,2 კმ სიგრძის 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველსაყოფად.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 03.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №835. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების – ქვემო სობისის, ზემო სობისისა და ბერშუეთის ელექტროენერგიით სტაბილური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №835, 03.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2181634/