ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №599
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, `სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“?
- „ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 27.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №599. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ნ. ვაჩეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“, №599, 27.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2368086/