ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№527
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 08/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №527

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახების წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და ,,სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”  საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი