კ. დამენიას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №308

2007  წლის  16  ივნისი

ქ. თბილისი

კ. დამენიას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურ-ნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,  „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს კანონის პროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახაბერ დამენია.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი