საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№458
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.000.803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 17/07/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41 (48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.“.

2. 861 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ოთხ წლამდე ვადით.“

3. 119-ე მუხლიდან, 130-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 133-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებიდან, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 149-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 170-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან, 187-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 188-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 227-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 234-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 238-ე მუხლიდან, 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 242-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 244-ე მუხლიდან, 245-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 246-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 247-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 248-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 251-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 275-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებიდან, 276-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებიდან, 277-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 278-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 281-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 283-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 284-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 287-ე მუხლიდან, 288-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 289-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 290-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 292-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 293-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან, 295-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 297-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან, 298-ე მუხლიდან, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილიდან, 302-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 303-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 305-ე მუხლიდან, 315-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 320-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 321-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 323-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 342-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან, 347-ე მუხლიდან, 348-ე მუხლიდან, 354-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 360-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, 367-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 369-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 383-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილიდან, 384-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან, 386-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, 392-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 393-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 394-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 395-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, 396-ე მუხლიდან, 397-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, 399-ე მუხლიდან, მე-400 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან, 401-ე მუხლიდან, 402-ე მუხლიდან, 403-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გაუფრთხილებლობით“.

4. 110-ე მუხლის სანქციაში სიტყვა „სამ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“.

5. 113-ე და 114-ე მუხლების სანქციებში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ხუთ წლამდე“.

6. 119-ე მუხლის სანქციაში სიტყვა „ათ“ შეიცვალოს სიტყვით „თორმეტ“.

7. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „აღკვეთით ვადით სამ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.

8. 194-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ათი ათასი ლარის ზევით.“

9. 210-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვები „დამზადება ან გასაღება“ შეიცვალოს სიტყვებით „დამზადება, გასაღება ან გამოყენება“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „გასაღების მიზნით ან გასაღება“ შეიცვალოს სიტყვებით „გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება“.

10. 212-ე მუხლის შენიშვნაში სიტყვები „ლითონის მონეტა ან ფასიანი ქაღალდი“ შეიცვალოს სიტყვებით „ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა“.

11. 219-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.“

12. 242-ე და 243-ე მუხლების მე-2 ნაწილების სანქციაში სიტყვა „რვა“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“, ხოლო სიტყვები „იმავე ვადით“ – სიტყვებით „ვადით რვა წლამდე“.

13. 246-ე და 248-ე მუხლების მე-2 ნაწილების სანქციაში სიტყვა „შვიდ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“, ხოლო სიტყვები „იმავე ვადით“ – სიტყვებით „ვადით შვიდ წლამდე“.

14. მე-300 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „წყალსატევში“ შეიცვალოს სიტყვით „წყლებში“.

15. 362-ე მუხლის სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „დამზადება ან გამოყენება“ შეიცვალოს სიტყვებით „დამზადება, გასაღება ან გამოყენება“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი.

2000 წლის 30 ივნისი.

№458–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.06.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №458. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.000.803.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №458, 30.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.803 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17182/