ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.113.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№28

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“№ 2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“№2 დადგენილებაში, კერძოდ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით,გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწ აზე ქონების გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა“;

დ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს გადაწყვეტილებების (დადგენილებების, განკარგულებების) მიღება და მასში ცვლილებების ა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს სხდომაზე, დამსწრე თა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი“;

ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი;

ვ) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე თა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა“;

ზ) 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა“;

თ) ამოღებულ იქნეს დებულების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი;

ი) 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახლად არჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, დამსწრე თა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით, ღია კენჭისყრით, ღებულობს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. ახლად არჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა“;

კ) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი“;

ლ) 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს დებულებით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) საკრებულოს გადაწყვეტილებით:

გ.ა) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

გ.ბ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე“;

მ) 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი თ“ და ამ დებულებით“;

ნ) 84-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ, დამსწრე თა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი“;

ო) 92-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ს” მეხუთე თავით დადგენილი წესით“;

პ) 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“;

ჟ) 108-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ში“ და ვებგვერდზე www.matsne.gov.ge“, ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, საკრებულოს ვებგვერდზე www. ozurgeti.org.ge და გამოიკვრება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში  – საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე (ქ.ოზურგეთი კოსტავას ქ. №1)“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ა. მამეშვილი