„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.105.000328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 18/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.35.105.000.328

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№23

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

შეტანილ იქნეს ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)  დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი „ზუგდიდი“ 2010 წლის 27 ივლისი №21–25–26 (111116–7–8), კერძოდ:

ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-4 მუხლის “დ’’ ქვეპუნქტი;

ბ) ამოღებულ იქნეს რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი;

გ) ამოღებული იქნეს დადგენილების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი;

დ) დადგენილების  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს და დამტკიცდეს  შემდეგი რედაქციით: “საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწერეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა  თუ საქართველოს კანონით ან ამ დებულებით (რეგლამენტით) სხვა წესი არ არის დადგენილი;

ე) ამოღებულ იქნეს  დებულების მე-12 მუხლის “დ“ ქვეპუნქტი;

ვ) რეგლამენტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ  სხდომას ესწრება წევრთა  ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა“;

ზ) დებულების 31-ე მუიხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინდადება: „პარტიის წევრს, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს შევიდეს სხვა ფრაქციაში“

თ) დებულების 43-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება: “მეორედაც თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება  არ აქვს მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს წინაშე დააყენოს იგივე საკითხი.“

ი) დებულების 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 72. საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში

1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშედ გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვისას.

2.  საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას.

3 თუ საკრებულოს თავმჯდომარე გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ, დებატები გრძელდება შეზღუდული წესით.“

კ) დებულების 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;

დ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;

ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;

ვ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

ზ) კენჭისყრის შედეგები.

ლ) დებულების 75-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) დებულების 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მეხუთე თავით დადგენილი წესით.“

ნ) დებულების 101-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს  უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) ორი დღის ვადაში გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

ო) დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “კ’’ ქვეპუნქტი და მე–3 პუნქტის “ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს და დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:

“კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე;

ნ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის  ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;“

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ.კონჯარია