,,რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.22.024.009.779
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/1524
2006 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის №26 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №38, მუხ. 329) დამტკიცებულ „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-6–9 მუხლები, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-11, მე-12 მუხლები, თავი III, 27-ე მუხლი, 28-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ გადაზიდვის პროცესში გამოვლინდა ტვირთის დამაგრების ან მდგრადობის დარღვევა, გამყოლი ვალდებულია წერილობით მიმართოს სადგურის უფროსს და მოითხოვოს ვაგონის მოხსნა. ამ შემთხვევაში გამყოლი იღებს ზომებს დამაგრების გამოსასწორებლად, ტვირთის განლაგების და მდგრადობის აღსადგენად. თუ ტვირთის დამაგრების ან მდგრადობის დარღვევა რკინიგზის მიზეზით მოხდა, იგი ვალდებულია თვითონ გამოასწოროს ეს ხარვეზი. ტვირთვის დამაგრებისა და დატვირთვის შემოწმების შედეგები, აგრეთვე ტვირთგამგზავნის მიზეზით ვაგონის იძულებითი მოცდენის დრო აღინიშნება საერთო ფორმის აქტში. ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ ჩაიწერება საერთო ფორმის აქტის ნომერი და შედგენის თარიღი.“;
გ) ამოღებულ იქნეს 115-ე მუხლის პირველი პუნქტი;
დ) 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ უწესივრობის გამო ვაგონი (ვაგონთა ჯგუფი) სვლის გზაზე მოიხსნა სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებიდან (შემდგომ – ძირითადი გზავნილი), სადგური, რომელშიც განხორციელდა ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნა, ვალდებულია შეადგინოს საერთო ფორმის აქტი.“;
ე) ამოღებულ იქნეს 115-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 123-ე, 124-ე და 169-ე მუხლები, 186-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 336-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 338-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 347-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტები, 348-ე და 349-ე მუხლები;
ვ) 355-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ტვირთი ჩამოიტვირთა ტვირთმიმღების საშუალებით საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, ან ვაგონები ჩამოყენებულია რკინიგზის ლოკომოტივით რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გადმოტვირთვის ადგილებში – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს შესაბამის გრაფაში;
გ) ვაგონის მიწოდება-გამოყვანა რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე გადმოტვირთვისას განხორციელდა იმ ლოკომოტივით, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთის ფაქტობრივი გაცემის დასტურია ტვირთმიმღების ხელმოწერა მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს შესაბამის გრაფაში.“;
ზ) ამოღებულ იქნეს 374-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 407-ე მუხლი, 412-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 433-ე მუხლი;
თ) 434-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 434
1. საერთო ფორმის აქტს ადგენს რკინიგზა. საერთო ფორმის აქტით დასტურდება შემდეგი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი:
ა) დანიშნულებისა და გზადმდებარე სადგურში ვაგონების დაყოვნება ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის მიზეზით;
ბ) დატვირთული ვაგონების დაყოვნება შუალედურ სადგურში იმის გამო, რომ ტვირთმიმღების ან მისასვლელი ლიანდაგით მფლობელის მიზეზით მათ ვერ იღებენ მომიჯნავე სადგურები ან მომიჯნავე სადგურს არ გააჩნია ვაგონების დაგროვებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა;
გ) ტვირთგამგზავნისათვის ცარიელი ვაგონების მიწოდების დაყოვნება მისივე მიზეზით;
დ) ტვირთმიმღების ან ტვირთგამგზავნის მიერ თავისი ვაგონების (კონტეინერების) მიღების დაყოვნება;
ე) ვაგონების (კონტეინერების) გაუწმენდავად დატოვება ტვირთმიმღების საშუალებით გადმოტვირთვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩამოსხმის ან სარეცხ-გასაორთქლ სადგურში გამოვლინდება ბოლომდე გადმოუღვრელი ტვირთის ნარჩენებიანი ცისტერნები და ხვიმირიანი ნახევარვაგონები;
ვ) ცისტერნებისა და ბუნკერ-ვაგონების ჩასხმის ან გადმოსხმის შემდეგ მათი გარე ზედაპირის დატოვება გაუწმენდავად;
ზ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის საშუალებით დასატვირთად გაუწმენდავი ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება;
თ) ვაგონეზე (კონტეინერზე) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არარსებობა, თუ ზედნადებსა და სავაგონო ფურცელში აღნიშნულია მისი არსებობის შესახებ, საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაზიანება ან გამოცვლა, თუ არ არსებობს კომერციული აქტის შედგენის საფუძველი, ვაგონებზე (კონტეინერებზე) გაურკვეველი ინფორმაციით დატანებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობის აღმოჩენა სვლის გზაზე ან დანიშნულების სადგურში, განზრახ დაზიანების კვალის გარეშე, თუ ინფორმაცია, რომელიც იკითხება, შეესაბამება ზედნადებისა და სავაგონო ფურცლის მონაცემებს ან სვლის გზაზე განზრახ დაზიანების კვალის გარეშე ვაგონებზე (კონტეინერებზე) ისეთი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის აღმოჩენა, რომელზეც დატანებული ინფორმაცია არ შეესაბმება ზედნადებისა და სავაგონო ფურცლის მონაცემებს;
ი) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების მიზეზით რკინიგზის იმ ლოკომოტივის დაყოვნება, რომელიც გაიგზავნა ვაგონების გამოსაყვანად, მათი შეტყობინების შესაბამისად;
კ) ტვირთის დაყოვნება სვლის გზაზე;
ლ) უწესივრო ვაგონების (კონტეინერების) აღმოჩენა სვლის გზაზე, რაც საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებისა და გადასაზიდი ტვირთის დაცვა-შენახვას;
მ) ვაგონის (კონტეინერის) დაზიანება;
ნ) სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ვაგონების (კონტეინერების) თვითნებური დაკავება რკინიგზის მიერ;
ო) რკინიგზის ვაგონების (კონტეინერების) თვითნებური გამოყენება ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების ან სხვა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
პ) ტვირთის გაცემის დაყოვნება, ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო;
ჟ) გაგზავნის ან დანიშნულების სადგურში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიზეზით იმ ტვირთის დაყოვნება, რომელსაც იცავს პოლიცია (დაცვა);
რ) რკინიგზის ლოკომოტივის მოცდენა კომერციული ოპერაციების შესასრულებლად გამოუსადეგარ გადასარბენებსა და გამყოფ პუნქტებში, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს დასრულების მოლოდინში;
ს) ტვირთგამგზავნის, ტვირთმიმღების ან სხვა ვალდებული პირის უარის თქმა ან თავის არიდება ვაგონის ან კონტეინერის დაზიანების აქტის, მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროს, ვაგონების მიწოდება-გამოყვანის უწყისის, გადაზიდვის განაცხადის შესრულების სააღრიცხვო ბარათისა და სხვა დადგენილი ფორმის დოკუმენტის ხელმოწერაზე. ამ შემთხვევებში, ხელმოწერის ადგილას აღინიშნება საერთო ფორმის აქტის შედგენის თაობაზე, მისი ნომრისა და შედგენის თარიღის მითითებით, რომელსაც ხელს აწერს სადგურის უფლებამოსილი მუშაკი, სადგურის სტრიქონული შტემპელით დამოწმებით;
ტ) ვაგონში ცხოველთა ლეშის აღმოჩენა სვლის გზაზე.
2. საერთო ფორმის აქტს სადგური ადგენს 4 ეგზემპლარად. საერთო ფორმის აქტის ყოველ ეგზემპლარზე, გრაფაში რკ/გზის სადგური –––––––––– , დაისმის აქტის შემდგენელი სადგურის სტრიქონული შტემპელი.
3. სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური აღრიცხვის და დარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოების, აღრიცხვის, ექსპედირების და „სატვირთო საქმიანობის აღრიცხვის ერთიანი ელექტრონულ სისტემაში“ შეტანის წესს განსაზღვრავს რკინიგზა“;
ი) ამოღებულ იქნეს 437–442-ე მუხლები;
კ) ამოღებულ იქნეს III თავის დანართი;
ლ) ამოღებულ იქნეს XXVII თავის დანართი;
მ) XXVIII თავის დანართიდან ამოღებულ იქნეს ფორმა გუ-23 და ფორმა გუ-23ვც.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. არველაძე