„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.013.523
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1115
2009 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის მე-5 ნაწილისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ლ) დამხმარე ტექნიკური საშუალებები – სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემადგენელი დამხმარე საშუალებები, რომელზეც არ გაიცემა სახელმწიფო სანომრე ნიშანი.“.
2. მე-5მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. დახმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირავნობის საგნის აღწრილობის ნაცვლად მითითებული უნდა იქნეს ტექნიკური ტალონის ნომერი, აგრეგატის ნომერი, დამხმარე ტექნიკური საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა.“.
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. თუ გირავნობით უზრუნველყოფილია სამომავლო ან პირობითი მოთხოვნა, სააგენტოში გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება გირავნობის საგნის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გახდომის შემდგომ, ხოლო გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.“.
4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
5. მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
6. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რადაქციით:
მუხლი111
1. მოგირავნის მიერ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 141 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება ადრესატისათვის:
ა) დოკუმენტის პირადად ხელზე ჩაბარება, რაც დამოწმებული უნდა იყოს ადრესატის ხელმოწერითა და ჩაბარების თარიღით;
ბ) კურიერის ან ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის ჩაბარება, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი წესით დოკუმენტის ელექტრონული ფოსტის ან ფაქსით გაგზავნა, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მოწოდებული გზავნილით;
დ) მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა განსხვავებული წესით ჩაბარება, ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
2. თუ დამგირავებლის ან სხვა მოგირავნეების ადგილსამყოფელი უცნობია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სხვაგვარად ვერ ხერხდება, მოგირავნემ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება საჯარო შეტყობინების გზით – იმ გაზეთის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რომელიც გავრცელებულია დამგირავებლის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა.
4. სააგენტოში მოგირავნის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხიმგებლობა ეკისრება დოკუმენტის ან ინფორმაციის მომწოდებელ პირს.“.
7. მე-12 მუხლი ამოღებული იქნეს.
8. მე- 13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. სააგენტო არ დააკმაყოფილებს მოგირავნის განცხადებას დამგირავებლის (მესაკუთრის) მონაწილეობის გარეშე გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის თაობაზე, თუ:
ა) მოგირავნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 ან 283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოგირავნის უფლებას;
გ) მოგირავნის უფლება წარმოშობილია მ ფლობელობითი გირავნობით;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გამოიყენება, თუ მოგირავნის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან საკუთრებად აღრიცხვის უფლების წარმოშობა დასტურდება სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით, ან წარმოდგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
9. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რ ე დაქციით:
„მუხლი 141
1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.
2. გირავნობის მოწმობა (დანართი 1) არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლებას აძლევს მოთხოვოს უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.
3. გირავნობის მოწმობის მისაღებად მოგირავნემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) მოგირავნის პარადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოწმობის მიღებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) გირავნობის ხელშეკრულება;
გ) მოგირავნის მიერ დამგირავებლისათვის სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გირავნობის მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ:
ა) რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლით ან/და 283-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) გირავნობის რეგისტრაცია გაუქმებულია;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
5. გირავნობის მოწმობაში აისახება:
ა) მოგირავნის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) დამგირავებლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) გირავნობის რეგისტრაციის საფუძველი და თარიღი;
დ) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი;
ვ) ინფორმაცია გირავნობის მოწმობის გაცემის დღისათვის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვის ან/და უფლებრივი შეზღუდვის შესახებ;
ზ) გირავნობის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;
თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და ბეჭედი.
6. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს გირავნობის მოწმობის შესრულებას დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით.
7. სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.“.
მუხლი 2. დამტკიცდეს ,,გირავნობის მოწმობის“ თანდართული ფორმა (დანართი 1).
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი